LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაქარაშვილი: „საშუალებას არ მივცემთ, 8 ივლისს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე LGBT ფესტივალი ჩატარდეს“

232
Untitled design (1)

მოძრაობის, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი აცხადებს, რომ „საქართველოში, თბილისში LGBT პრაიდი არასდროს ჩატარდება“.

„სიყვარულს ვერ დაამარცხებ!“ – თბილისში პრაიდის კვირეული 1-8 ივლისს გაიმართება

ვატო შაქარაშვილის თქმით, „ქართული საზოგადოება, მშვიდობიანი გზებით, მკაფიო პოზიციას დააფიქსირებს“.

„ამ იდეოლოგიის თავს მოხვევას საქართველო არასდროს შეეგუება, ქართული საზოგადოება დადგება ფეხზე, იქნება მტკიცე, ძალიან მკაფიო პოზიციას დააფიქსირებს და მშვიდობიანი გზებით ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს აღვირახსნილობა, მასშტაბური სოდომი და გომორის მოწყობის მცდელობა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე აღიკვეთოს. ეს ტერიტორია არის მთელი ქალაქისთვის, მოსახლეობისთვის საყვარელი სარეკრეაციო დასასვენებელი ადგილი, იქ, სადაც ბავშვები ერთობიან. საშუალებას არ მივცემთ, რომ ასეთი მასშტაბის ე.წ. პრაიდფესტივალი ჩვენი ბავშვების და საზოგადოების თვალწინ ჩატარდეს.

მოვიძიეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად ვის საკუთრებაში ტარდება ე.წ. ფესტივალი და სად აპირებენ ჩაატარონ სოდომი და გომორი ლისის ტბის მიმდებარედ.

ეს არის კომპანია – „თბილისი იპოდრომ სერვისი“. კომუნიკაცია გვქონდა მესაკუთრეების ნაწილთან, რომელსაც ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდა, იქიდან გამომდინარე, რომ „თბილისი იპოდრომ სერვისსა“ და კომპანია „თბილი ოუფენ ეარს“ შორის დადებულია იჯარის ხელშეკრულება. „თბილისის ოუფენ ეარს“ წარმოადგენს აჩიკო გულედანი, რომელიც არის ღია LGBT პროპაგანდისტი და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი.

შესაბამისად, კონტრაქტის მიხედვით, ის ე.წ. ფესტივალის ორგანიზატორებს უფლებას აძლევს, ეს აღვირახსნილობა გამართონ იმ მიწაზე, რომელსაც „თბილისი იპოდრომ სერვისი ფლობს“, – ამბობს ვატო შაქარაშვილი და აღნიშნავს, რომ თუ მესაკუთრეები გადაწყვეტილებას არ მიიღებენ და ფესტივალი ჩატარდება, „წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოებისგან პასუხი შესაბამისი და ადეკვატური იქნება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g