LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკრაინის გადაწყვეტილება გაუგებარი და საფუძველს მოკლებულია.. მეგობრები ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ – ჩვენ ამაზე რეაგირება არ გვექნება“ – ილია დარჩიაშვილი

153
Untitled design (1)

უკრაინის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ელჩს უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილს 48 საათში ქვეყნის დატოვებას სთავაზობს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ „გადაწყვეტილება გაუგებარი და საფუძველს მოკლებულია“. მისივე თქმით, „მეგობრები ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ“.

საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ „ტრადიციულად სიმშვიდეს ინარჩუნებენ და რეაგირება არ ექნებათ“.

„არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეწყვიტოს ეს დაცინვა“ – ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს ელჩს 48 საათს აძლევს ქვეყნის დასატოვებლად თბილისთან კონსულტაციისთვის

უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურესი ფორმაა – საგარეო უწყება

„პირველ რიგში, მე მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს ელჩს უკრაინაში და თითოეულ დიპლომატს, რომლებიც ძალიან რთულ პერიოდში და ძალიან რთულ გარემოში ერთი მხრივ, საქართველოს საუკეთესო ინტერესებს ემსახურებოდნენ კიევში, უკრაინაში და მეორე მხრივ – ეს იყო მათი დამოკიდებულება ადგილზე აქტიურად დაეჭირათ მხარი უკრაინისთვის, უკრაინელი ხალხისთვის და არცერთ დიპლომატს მუშაობა ერთი დღე არ გაუჩერებია, კიევი არ დაუტოვებია.

შესაბამისად, ჩვენთვის გაუგებარი და საფუძველს მოკლებული იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინისგან მოვისმინეთ. მეგობრები ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ. ჩვენ ტრადიციულად აქამდე, გვქონდა ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსისგან გაუგებარი, უსამართლო დამოკიდებულება მოვისმინეთ საქართველოს მისამართით. ჩვენ ტრადიციულად ვინარჩუნებთ სიმშვიდეს, ჩვენი ეს დამოკიდებულება მეგობარი ხალხის და ქვეყნის მისამართით. ჩვენ მომავალში დრო აუცილებლად გვექნება იმისთვის ,რომ ამ საკითხებზე ორმხრივ ფორმატებში ვიმსჯელოთ. თუმცა, დღეს ჩვენ ტრადიციულად ვარჩევთ იმ პოზიციას, რომელიც გვაქვს, გამოვხატეთ. ჩვენ ამაზე რეაგირება არ გვექნება. შესაბამისად, როგორც ვისაუბრეთ, ელჩი საქართველოში უახლოეს პერიოდში დაბრუნდება.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ საფუძველი, რომელიც ამ გაუგებარი გადაწყვეტილების განმაპირობებელი გახდა. ვფიქრობთ,რომ ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია. ყველა საკითხი იმასთან დაკავშირებით, თუ რაოდენ პასუხისმგებლობით ეკიდება სახელმწიფო ყველა პატიმრის უფლებებს და მათ შორის, ბატონი სააკაშვილის, შესაბამისად, თავად ეს საკითხიც საფუძველს მოკლებულია, რადგან ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო,როგორც მოვისმინეთ, სწორედ ამ საკითხით.

შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის,უკრაინის მხარდაჭერას ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, როგორც აქამდე იყო. ჩვენ ძალიან აქტიურად ვეხმარებოდით უკრაინას ჰუმანიტარული თვალსაზრისით,პოლიტიკურ, დიპლომატიური ხაზით. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ჩვენი ღირსეული დამოკიდებულება ჩვენი პარტნიორის მისამართით, ჩვენ ამას გავაგრძელებთ და ერთ-ერთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, თუ გადაწყვეტილება ჩვენს მიმართ ამ ხაზს ვერ შეგვაცვლევინებს“ , – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ამავე თემაზე:

ბრეგაძე ზელენსკის განცხადებაზე – ჩემთვის სრულიად მიუღებელია.. სააკაშვილი ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაშია, ვთავაზობთ საკვების მიღებას, გამუდმებით მოვუწოდებთ, ექიმებისგან მკურნალობა მიიღოს, ეს არის წამება?

„იმ ქვეყნის ელჩს ატოვებინებს უკრაინას, სადაც ომისგან განადგურებულ უკრაინელებს მფარველობენ, რა ჰქვია ამას? უმადურობა“ – ხუნდაძე ზელენსკის განცხადებაზე

მეგობრობა, როგორც სიყვარული, ორმხრივი არსებობს, ცალმხრივი არაფერი ვარგა – კალაძე ზელენსკის გადაწყვეტილებაზე

„ზელენსკის გადაწყვეტილებაზე ძალიან გავბრაზდი, რაღაც ფოტოს მიხედვით ხომ არ უნდა იღებდე გადაწყვეტილებებს” – ელისაშვილი

„მე მგონი პირდაპირი მნიშვნელობით ხელისუფლების განზრახვა ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილი გარდაიცვალოს პატიმრობაში“ – არახამია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g