LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაშ, რა არის ჩემთვის უკრაინა? უკრაინა ჩემი პატარა უკრაინელი ქალიშვილი ჟასმინია, რომლის ნახვისა და ხელში აყვანის საშუალება ჯერ არ მქონია“ – УКРАИНСКАЯ ПРАВДА მიხეილ სააკაშვილის წერილს აქვეყნებს

339
Untitled design (4)

УКРАИНСКАЯ ПРАВДА საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ავტობიოგრაფიულ წერილს სათაურით „მე და უკრაინა“ აქვეყნებს.

მიხეილ სააკაშვილი წერილში საუბრობს, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის უკრაინა. სააკაშვილი წერს, რომ უკრაინა მისი სახლია, სადაც მისი პატარა უკრაინელი ქალიშვილი ჟასმინი ცხოვრობს, რომლის ნახვისა და ხელში აყვანის საშუალება ჯერ არ ჰქონია.

„მაშ, რა არის ჩემთვის უკრაინა? – ეს ჩემი ცხოვრებისა და ბრძოლის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩემი შეგნებული ცხოვრების უმეტესი ნაწილი უკრაინაში გავატარე. ახლა უკრაინულად უფრო კარგად ვლაპარაკობ, ვიდრე რუსულად. უკრაინა ჩემი სახლია კიევში, პატარა მიწის ნაკვეთი მირგოროდში. უკრაინა ჩემი განსაკუთრებული სიყვარულია – ქალაქი ოდესა. უკრაინა ჩემი მეგობრების დიდი რაოდენობაა, უკრაინაა ჩემი პატარა უკრაინელი ქალიშვილი ჟასმინი, რომლის ნახვისა და ხელში აყვანის საშუალება ჯერ არ მქონია.

ჩემთვის საქართველოს გადარჩენა და წარმატება ყოველთვის წარმოუდგენელი იყო უკრაინის გარეშე და ახლა საუბარია ევროპის კონტინენტის გადარჩენაზე და ჩემს გადარჩენაზე, პუტინის ოლიგარქიული ციხიდან გადარჩენაზე“, – წერს სააკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g