სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს, საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა მზადდებოდა, რისი სისრულეში მოყვანის ხელშეშლის მიზნითაც პრევენციული ზომები გატარდა.
სუსის 2022 წლის ანგარიშის თანახმად, რომლის განხილვასაც პარლამენტი ხვალ დაიწყებს, ნათქვამია, რომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო და ხელის შეშლის მიზნით პრევენციული ღონისძიებები გატარდა.
„2022 წელს სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 3 საქმეზე, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მომზადების ფაქტზე, რაზეც გატარდა შესაბამისი პრევენციული ზომები აღნიშნული განზრახვის სისრულეში მოყვანის ხელშეშლის მიზნით“. – აღნიშნულია სუსის ანგარიშში.
