LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუფე გრიგოლი მეუფე შიოზე: ნუ ავყვებით ჭორებს და ზღაპრებს, ძალიან გთხოვთ! – შინაგანი სულიერი სიმშვიდე შევინარჩუნოთ

701
fot

ინაგანი სულიერი სიმშვიდე შევინარჩუნოთ და არ ავყვეთ არავითარ ჭორებს, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა განაცხადა, რითაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„ჩვენ არ გვირეკავს არავინ, არ გვახსენებს მისი მდგომარეობა როგორ არის. ყველა ადამიანს ყოველთვის ექმნება პრობლემები. რაც ტელევიზიებიდან გვესმის, რაღაც უცნაური ამბავია, ვარაუდების დონეზე რომ ვისაუბროთ, ჭორაობა გამოდის. რაც არ ვიცი იმაზე შეფასებები როგორ უნდა გავაკეთო?! ნუ ავყვებით ჭორებს და ზღაპრებს ძალიან გთხოვთ! ყოველი ასეთი დაუსაბუთებელი, ანონიმური წყაროდან გაგებული ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ზღაპარია და ჭორის სახეს იღებს. ამაზე ლაპარაკი არ ღირს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მეუფე შიოს ჯანმრთელობას ვუსურვებთ და ყველა ადამიანს, სასულიერო პირს, სინოდის წევრებს, კათოლიკოს პატრიარქს. თუ ვინმეს ბოროტი აზრი აქვს გონებაში, პირველ რიგში, თავის თავს აყენებს ზიანს და არა სხვას. მეტი შინაგანი სულიერი სიმშვიდე შევინარჩუნოთ, არ ავყვეთ არავითარ ჭორებს”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

შეგახსენებთ, რომ ქართული მედიის ინფორმაციით, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მოწამლეს და სამედიცინო კვლევებმა მის სისხლში დარიშხანის კვალი აჩვენა.

„აღმოჩნდა მძიმე მეტალების შემცველობა – სხვა რაიმეს თქმა დაზუსტებით, დღეისათვის რთულია“ – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მეუე შიოს სავარაუდო მოწამვლაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g