LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმედი გვაქვს, მივიღებთ ამ სტატუსს, საქართველო გაერთიანდება ევროპულ ოჯახში“ – პრემიერი

133
ყუკლყ7კ

ვცდილობთ და ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ შევასრულოთ ის რეკომენდაციები, რომელიც მოგვცა ევროკომისიამ და იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ ამ სტატუსს, საქართველო გაერთიანდება ევროპულ ოჯახში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანკოფონიის ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე სესია ოფიციალურად გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ საქართველო ფრანკოფონიის ასამბლეას პირველად მასპინძლობს.

„ფრანკოფონია, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც შედგება ქალებისა და მამაკაცებისგან, რომლებმაც იციან მშვიდობის, თავისუფლებისა და სოლიდარობის ღირებულებების მნიშვნელობა“ – განაცხადა მთავრობის მეთაურმა და სიტყვით გამოსვლისას ასევე, აღნიშნა, რომ საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე წლიდან, მიზნად დაისახა ევროინტეგრაცია ევროპულ ინსტიტუტებში.

„ამ ეტაპზე, ევროკომისიის გადაწყვეტილებას ველოდებით იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. ვცდილობთ და ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ შევასრულოთ ის რეკომენდაციები, რომელიც ჩვენ მოგვცა ევროკომისიამ და იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ ამ სტატუსს, საქართველო გაერთიანდება ევროპულ ოჯახში.

საქართველომ უამრავი რეფორმა განახორციელა, საქართველო იბრძვის კორუფციის წინააღმდეგ, ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ბიუროკრატია მაქსიმალურად იყოს შემცირებული, ხელს ვუწყობთ ბიზნესის განვითარებას, ფისკალური პოლიტიკა ხდება მიმზიდველი. ამ ასამბლეებისთვის საქართველო არის ნამდვილად კარგი პარტნიორი. მინდა გითხრათ, რომ ერთად მივიღებთ მონაწილეობას მსოფლიო უსაფრთხოების გაძლიერებაში. მინდა დაგიდასტუროთ, რამდენად დიდი პატივია ჩემთვის და რამდენად დიდი სიამოვნებაა ამ ისტორიულ შეკრებაში მონაწილეობის მიღება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმითვე, საქართველო გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას.

„საქართველო ამჟამად გადის დიდი გეოპოლიტიკური გამოწვევების პერიოდს, ამიტომ ჩვენი ვალია გავიაროთ ეს ეტაპი სიბრძნით და მოთმინებით, ვიყოთ ფხიზლად, ვიმოქმედოთ გონიერებითა და წინდახედულებით, ვიზრუნოთ მშვიდობის შენარჩუნებაზე და მივცეთ ქვეყანას განვითარების შესაძლებლობა, რათა დაკმაყოფილდეს ჩვენი მოსახლეობის მოლოდინები.

მსოფლიოში რამდენიმე ქვეყანას შეუძლია დაიკვეხნოს იმით, რომ განხორციელდა ყველა ის რეფორმა, რამაც საქართველო წარმატებული ქვეყნად აქცია კორუფციასთან ბრძოლაში, ბიუჯეტის გამჭვირვალობაში, ბიუროკრატიის შემცირებაში, ბიზნესის შექმნის ხელშეწყობაში, ჩვენ ჩვენი ქვეყნის ფისკალური პოლიტიკა გავხადეთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი”, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

საქართველოს, ამ ცნობილ ასამბლეაში დამკვირვებელ ქვეყანას, დიდწილად განზოგადებული ფრანკოფილიის გარდა, ფრანკოფონიის…

Posted by საქართველოს მთავრობა on ხუთშაბათი, 06 ივლისი, 2023

 

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა წარმოადგენს ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის საკონსულტაციო, საპარლამენტო ორგანოს. დღეისათვის მის შემადგენლობაში 91 წევრია.2021 წელს საქართველოს პარლამენტმა ოფიციალური წერილით მიმართა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეას ასოცირებული წევრობის თაობაზე. სწორედ 48-ე სესიაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას საქართველოს ასოცირებული წევრობის თაობაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g