გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ რიკი მარტინი ქმარს, ჯოვანი იოსეფს 6 წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა. ამის შესახებ განცხადება 51 წლის მარტინმა და 39 წლის იოსეფმა „ინსტაგრამის“ საშუალებით გააკეთეს. მათი ცნობით, ისინი მეგობრებად რჩებიან და შვილებზე ერთობლივად ზრუნვას გააგრძელებენ.
ახლახან ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ინსაიდერმა დაასახელა მიზეზი, რის გამოც წყვილი ერთმანეთს დაშორდა, მეტიც, წყვილთან დაახლოებულმა პირმა სკანდალური ინფორმაციას გააჟღერა.
„მათ წლების განმავლობაში ღია ურთიერთობა ჰქონდათ. ისინი სხვებს ხვდებოდნენ, სხვებთან ჰქონდათ ინტიმური კავშირი, თუმცა ამ დროის მანძილზე არავინ შეჰყვარებიათ. რაც შეეხება მათი განშორების მიზეზს, მათ შორის ვნება გაქრა“, – აცხადებს ინსაიდერი.
შეგახსენებთ, რიკი მარტინმა თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ 2010 წელს განაცხადა. 2017 წელს კი ჯოვანი იოსეფზე იქორწინა. მათ 4 შვილი ჰყავთ.