LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი კილო მოუმატია, ეს თუ რამეს ნიშნავს ამსიმაღლე ადამიანისთვის, არ ვიცი – გიული ალასანია ურთქმელიძის განცხადებაზე

437
ფორტუნა - 2023-07-13T112235.155

ერთი კილო მოუმატია, ეს თუ რამეს ნიშნავს ამსიმაღლე ადამიანისთვის, არ ვიცი – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალხაზ ურთქმელიძის განცხადებას გამოეხმაურა.

ურთქმელიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი გაცილებით უკეთესად არის და წონაშიც იმატებს.

ურთქმელიძე სააკაშვილზე: „მშვენივრად არის, გაცილებით უკეთესად.. ფაქტია, კაცმა მოიმატა, როცა კარგად იქნება, გადავიყვანთ“

„რაც შეეხება ჯანმრთელობას და მის მშვენივრად ყოფნას, მე ამას ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვიზიარებ. ერთი კილო მოუმატია, კი ბატონო, ეს თუ რამეს ნიშნავს ამსიმაღლე ადამიანისთვის არ ვიცი, რა გითხრათ.

ეს ექიმები ალბათ თავის დასკვნას დაწერენ. ჯანმრთელობაზე, ჩემი აზრით, ძალიან ადრეა საუბარი, ამ ადამიანის ჯანმრთელობაზე“- განაცხადა გიული ალასანიამ.

ალასანია სააკაშვილზე: „ხელი დავადე, არის კიდე ცოცხალი თუ არა-თქო.. რა წუთს რა მოხდება, არ ვიცი“

კლინიკა „ვივა მედის“ კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის  განცხადებით, მესამე პრეზიდენტი წონაში იმატებს, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ მხოლოდ წონის მატება არ არის განმსაზღვრელი პაციენტის სადმე გადაყვანის.

შეგახსენებთ, გუშინ, 12 ივლისს „ვივა მედში“ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად პოლონელი ექიმები შევიდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g