LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბევრი მნიშვნელოვანი ამბავი გამოვტოვე, ახლა სპეციალურად ჩამოვედი“ – 27 წლიანი ემიგრაციის შემდეგ, ემიგრანტი დედა ეროვნულ გამოცდებზე ოქროს მედალოსანი შვილის საგულშემატკივროდ დაბრუნდა

271
fot (1)

EDU.ARIS.GE 2023 წლის ერთ-ერთი აბიტურიენტის შესახებ ემოციურ ამბავს გვიზიარებს. როგორც EDU.ARIS.GE წერს, ოქროს მედალოსანი მართას ემიგრანტი დედა, რომელიც 27 წელია რაც ემიგრანტია, სპეციალურად შვილის საგულშემატკივროდ დაბრუნდა სამშობლოში.

მზია ბიბიჩაძე ამბობს, რომ ოჯახის ეკომონიკური პრობლემების მოგვარების მიზნით, საბერძნეთში 24 წლის ასაკში წავიდა და დღემდე მუშაობს. მას გული სწყდება, რომ ქვეყნის დატოვება ხშირად ახალგაზრდებსაც უწევთ.

„ეროვნული გამოცდები ბავშვებისთვის ძალიან დიდი დატვირთვა და სტრესია. რაღაც იმედი და სტიმულია, როცა იცის შვილმა, რომ გარეთ დედა ელოდება. ჩემი შვილი ოქროს მედალოსანია და მაღალ ქულებს ველოდებით. 27 წელია, რაც ემიგრანტი ვარ. პერიოდულად ჩამოვდივარ. ჩემი შვილი იქ, საბერძნეთში დაიბადა, მაგრამ მინდოდა, რომ საქართველოსთან კავშირი არ დაეკარგა.

2 თვის იყო რომ ჩამოვედით. მერე ისევ წასვლა მომიწია და დედაჩემმა გაზარდა. როგორც ყველა ემიგრანტი დედა, მეც ვერ დავესწარი მისი ცხოვრების ბევრ მნიშვნელოვან მომენტს.

არ ვიყავი აქეთ, როცა სკოლაში წავიდა. ახლა ვთქვი, რომ ეს ისეთი მნიშვნელოვანი მომენტია, ამასაც ვერ გამოვტოვებ-მეთქი. სკოლის დამთავრებას დავესწარი, ახლა გამოცდებს და უმაღლესში ჩარიცხვის მომენტს დავესწრები. მერე ისევ მომიწევს წასვლა“, – ამბობს მზია ბიბიჩაძე EDU.ARIS.GE -სთან.

 

მთავარ სლაიდზე ერთ-ერთი ფოტო: EDU.ARIS.GE

 

 

magti 5g