LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სალომე ჩემი მოსწავლეა” – რას ნიშნავს „კარგი მძღოლი“ და უსაფრთხოდ გრძნობს თუ არა მევლუდი თავს, როცა საჭესთან სალომე ზის

564
BeFunky-collage - 2023-07-17T231249.236

მრბოლელი მევლუდ მელაძე და მისი მეუღლე სალომე გველესიანი გადაცემის „მხოლოდ ლელასთან” სტუმრები არიან.

ცოლ-ქმარმა გადაცემის ეთერში ისაუბრა თემაზე: რას ნიშნავს კარგი მძღოლი და გრძნობენ თუ არა თავს უსაფრთხოდ, როდესაც საჭესთან რომელიმე მათგანია.

„როდესაც საჭესთან მევლუდია, თავს 100%-ით უსაფრთხოდ ვგრძნობ და კიდევ უფრო მეტადაც. მოძრაობისას საერთოდ არ ახასიათებს სიჩქარის ოდნავი გადაჭარბებაც კი. როდესაც საჭესთან არის, ცდილობს მგზავრმა თავი კომფორტულად იგრძნოს, ეს არის მისთვის კარგი მძღოლობის საზომი. ჩაძინება თუ შეგიძლია ესე იგი კარგია”, – საუბრობს სალომე გველესიანი.

მევლუდი განმარტავს, რას ნიშნავს მისთვის კარგი მძღოლი.

„კარგი მძღოლია ის, ვისაც მოძრაობისას ვერ ამჩნევენ. ანუ არც ძალიან ნელა და არც ძალიან ჩქარა, როდესაც დინამიკას ისე ერგება, რომ შეუმჩნეველია. სალომესთან ურთიერთობის დაწყებიდან, ვცდილობდი მისი საჭესთან ურთიერთობა დამეხვეწა. ის ჩემი მოსწავლეა და რა თქმა უნდა, როგორც ყველა სხვა მოსწავლეს, მასაც ვენდობი”, – საუბრობს მევლუდ მელაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g