სოფიას ზოოპარკში მობინადრე დათვებს და მაიმუნებს სპეციალური ნაყინით უმასპინძლდებიან. ამ გზით ცხოველებს ზაფხულის სიცხესთან გამკლავებაში ეხმარებიან: ბოლო დღეებში ბულგარეთის დედაქალაქში ტემპერატურის მაჩვენებელი 30 გრადუსზე დაბლა არ დაშვებულა. ინფორმაციას ამის შესახებ BTA ავრცელებს.
ნაყინს კენკრისგან და ხილისგან ამზადებენ. დესერტი ცხოველებისთვის სრულებით უსაფრთხოა და ორგანიზმში ტენიანობის შენარჩუნებასაც უწყობს ხელს.
გარდა ამისა, ზოოპარკის მაცხოვრებლებისთვის დღეში რამდენჯერმე წყლის პროცედურებსაც აწყობენ. ხოლო ის სახეობები, რომლებიც უფრო ცივ კლიმატს არიან მიჩვეული, დახურულ ვოლიერებში გადაიყვანეს, სადაც დამატებითი გაგრილების სისტემა მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ინფორმაციით, ივლისის პირველი დღეები დაკვირვების მთელ ისტორიაში ყველაზე ცხელი აღმოჩნდა.