მარი მალაზონიასთან სტუმრობისას ზურაბ მხეიძე საუბრობს იმის შესახებ, რა ნიშანს იძლევა ორგანიზმი, როდესაც გადაღლილია:
„ყურადღებით უნდა იყო საკუთარ ორგანიზმთან, რას გეუბნება. არსებობს გამონათქვამი: „მან მიაღწია რაღაცას მუხლჩაუხრელი შრომით“, ანუ მუდმივად მუშაობდა, როცა ადამიანებს აქვთ მაღალი პასუხისმგებლობა, თავს დამნაშავედ გრძნობენ, რომ რაღაცას არ აკეთებენ. მათ ეს აიძულებთ, უფრო ჭარბად იმუშაონ და მეტად დაიღალონ, ვიდრე ეს მისაღებია მათი ფსიქოემოციური სტაბილურობისა და ორგანიზმისთვის. ადამიანი სავარჯიშოდ რომ მიდის, ფიზიკური დატვირთვის ქვეშ იღლება, მაგრამ ნასიამოვნები გამოდის. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჭარბი მუშაობა მეტ შედეგს არ იძლევა. პირიქით, ეფექტიანობა მცირდება და ის, რაც ადვილად გამოგდიოდა, აღარ გამოგივა… რაც აღარ არის სასიამოვნო, იმისგან უნდა დაისვენო…“