LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანგებმა წლის ყველაზე ლამაზი სუპერქარი აირჩიეს

63

32-ე საერთაშორისო საავტომობილო ფესტივალზე, რომელიც პარიზის ინვალიდთა სახლში მიმდინარეობს, 2016 წლის ყველაზე ლამაზი სუპერქარი აირჩიეს. ეს წოდება კუპე Ferrari GTC4 Lusso-მ მიიღო. გამარჯვებულმა კონკურსში Bugatti Chiron-ს, Porsche Panamera-სა და კონცეპტ Aston Martin-ს აჯობა.

გამარჯვებული სპეციალურმა ჟიურიმ აირჩია, რომელსაც ცნობილი არქიტექტორი ჟან მიშელ ვილმორტი ხელმძღვანელობდა. ჯილდო კომპანია Ferrari-ს მთავარ არქიტექტორს ფლავიო მანცონის გადაეცა.

Ferrari GTC4 Lusso გასული წლის თებერვალში გამოჩნდა, რომელმაც კუპე FF ჩაანაცვლა. მას სრული ამძრავი, სრულად მართვადი შასი, ადაპტირებული დაკიდება და 6,3 ლიტრიანი 12 ცილინდრიანი ატმოსფერული ძრავი აქვს, რომელიც 680 ცხენის ძალას ავითარებს. იმისათვის, რომ ავტომობილმა ასი კილომეტრ/საათი განავითაროს, 3,4 წამია საჭირო. მაქსიმალური სიჩქარე კი 335 კილომეტრ საათი გახლავთ.

გარდა წლის ყველაზე ლამაზი სუპერქარისა, ფესტივალზე ყველაზე ლამაზი კონცეპტიც გამოვლინდა, ეს წოდება ელექტრო კუპემ Renault Trezor-მა მიიღო, რომელმაც პირველობისთვის ბრძოლაში Jaguar I-Pace-ს, Aston Martin RB001-სა და DS E-Tense-ს აჯობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები