ირლანდიელი მომღერალი შინეიდ ო’კონორი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მის გარდაცვალებამდე 18 თვით ადრე, 2022 წლის იანვარში ო’კონორის 17 წლის შვილმა თავი მოიკლა.
„მას შემდეგ ვცხოვრობ როგორც მკვდრეთით აღმდგარი არსება. ის იყო ჩემი ცხოვრების სიყვარული, ჩემი სულის ლამპარი”, – დაწერა მომღერალმა ბოლო პოსტში და თან შვილის ფოტოც გამოაქვეყნა.
ირლანდიელმა მომღერალმა 1990 წელს Prince’s Nothing Compares 2 U-ის გულის ამაჩუყებელი ქავერით მთელ მსოფლიოში ვარსკვლავური პოპულარობა მოიპოვა.