„ის რუსი მოქალაქეც, ვინც ამბობს, რომ საბჭოთა კავშირი არ დანგრეულა და ის ქართველიც, ვინც მუშტი-კრივით დასდევს მას, გარკვეული მიზნისკენ მიდის და საფრთხის შემცველ ატმოსფეროს ქმნის“ – ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ბათუმში საკრუიზო ლაინერის შემოსვლასთან და რუსი ტურისტების განცხადებებთან დაკავშირებით გამოთქმულ პროტესტს.
სალომე ზურაბიშვილი: ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია
რომან გოცირიძე: „Astoria Grande” ურჩხულს ჰგავს, ეს გემი არის სიმბოლური
გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი პროვოკაციულია.
„ჩემთვის ის რუსი მოქალაქე, ვინც განცხადებას აკეთებს და ხაზს უსვამს, რომ საბჭოთა კავშირი არ დანგრეულა და მისთვის არსებობს და ის ქართველი, ვინც მუშტი-კრივით დასდევს ამ კონკრეტულ ადამიანს, ერთიც და მეორეც გარკვეული მიზნისკენ მიდის შეგნებით თუ შეუგნებლად, ნებსით თუ უნებლიედ საკმაოდ საფრთხის შემცველ ატმოსფეროს ქმნის, განსაკუთრებით იმ ქართველებისთვის, რომლებიც რუსეთში, აგრეთვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. ასე რომ, პროვოკაციულია ეს ყველაფერი.
„რაც დღეს ვიხილეთ, ეს უბრალოდ ქაჯობაა” - ირაკლი კობახიძე რუსების წინააღმდეგ პროტესტზე
„რაც დღეს ვიხილეთ, ეს უბრალოდ ქაჯობაა” - ირაკლი კობახიძე რუსების წინააღმდეგ პროტესტზე
გარდა ამისა, არის კიდევ ერთი თემა – როდის იყო გულწრფელი ოპონენტების ჯგუფი, როცა ტაშ-ფანდურით ხვდებოდნენ რუს ტურისტებს, როცა ჯერ გვამები არ იყო გაციებული, რომლებიც დაიხოცნენ და ბრძოლის ველზე მიატოვეს თუ ახლა?!“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, სოჭიდან წამოსულმა საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande, ბათუმის პორტი გუშინ ხმაურისა და პროტესტის ფონზე დატოვა.
ვიდეო: რუსულმა საკრუიზო ლაინერმა ბათუმის პორტი საქართველოს ჰიმნის ფონზე დატოვა
საქართველოს მოქალაქეებმა სტვენითა და შეძახილებით გააცილეს საკრუიზო ლაინერზე მყოფი რუსეთის მოქალაქეები.აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „აფხაზეთი საქართველოა“, „რუსეთი ოკუპანტია“, „დატოვეთ ჩვენი ქვეყანა“.
აქციაზე ხმაური მოჰყვა ლაინერიდან რუსი ტურისტების ჩამოსვლას და გემიდან რუსეთის დროშის გადმოფენას. ამასთან, ლაინერის ერთ-ერთმა მგზავრმა აქციის მონაწილეებს შეურაცხმყოფელი ჟესტებით მიმართა.
რუსული საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE ბათუმშია: „მფლობელი საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება“