LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რეალური სიყვარულის“ ვარსკვლავი, ტომას ბროდი-სანგსტერი, ელონ მასკის ყოფილ ცოლზე დაინიშნა

275
Untitledfd

მსახიობი ტომას ბროდი-სანგსტერი თავის რჩეულზე, ტალულა რაილიზე დაინიშნა. წყვილი უკვე ორი წელია ერთადაა.

ტომას ბროდი-სანგსტერი მსოფლიომ გაიცნო ყველა დროის ყველაზე გახმაურებული რომანტიკული ფილმით, „რეალური სიყვარული“, სადაც ის პატარა ბიჭის როლს ასრულებს, რომელსაც დედის გარდაცვალების შემდეგ, მამინაცვალი ზრდის. მოგვიანებით ის გამოჩნდა გახმაურებულ სერიალში „უცნაური ამბები“.

რაც ეხება ტალულა რაილის, ის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანზე, ელონ მასკზე იყო დაქორწინებული. ტალულა თავადაც მსახიობია, წყვილმა ერთმანეთი ფილმის Sex Pistols-ის გადაღებებზე გაიცნო. სხვათა შორის, წყვილმა ნიშნობის შესახებ „ტვიტერზე“ განაცხადა, რომელიც ელონ მასკმა 44 მილიარდ დოლარად შეიძინა.

„რეალური სიყვარულის“ მსახიობები ფილმის 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად შეიკრიბებიან

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები