LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაჭარაშვილი: ისედაც შოკში მყოფმა ოპოზიციამ მეორე ინფარქტი მიიღო, როცა ჩინეთმა პრემიერი მაღალ დონეზე მიიღო

148
fot (4)

ისედაც შოკში მყოფმა რადიკალურმა ოპოზიციამ მეორე ინფარქტი მიიღო, როცა ჩინეთმა პრემიერი მაღალ დონეზე მიიღო. მთავარი არის სუვერენიტეტის შენარჩუნება, ჩვენს თავს პატივი ჩვენვე თუ არ ვეცით, არავინ პატივს არ გვცემს, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტს.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია სტრატეგიულ პარტნიორობას ბატონ-ყმობად აღიქვამს.

„პარტნიორობა შემდეგ ოთხ განზომილებას მოიცავს“ – ჩინეთ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა: რა წერია დოკუმენტში

„პრემიერ- მინისტრის ვიზიტი ჩინეთში იმდენად წარმატებული იყო, რომ ისედაც შოკში მყოფი რადიკალურო ოპოზიცია მეორე ინფარქტის წინაშე აღმოაჩნდა, რადგან ნახეს, რომ ჩინეთმა, რომელიც არის ძლიერი სახელმწიფო მსოფლიოში და მათ შორის აშშ ცდილობს მასთან კარგი ურთიერთობის დამყარებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღო მაღალ დონეზე და თქვა, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომლის სუვერენიტეტსაც ჩვენ პატივი უნდა ვცეთ. ჩვენს ქვეყანაში მთავარი არის სუვერენიტეტის შენარჩუნება, ჩვენს თავს პატივი ჩვენვე თუ არ ვეცით, არავინ სხვა პატივს არ გვცემს.

ერთი კონკრეტული გზავნილით ჩამოვედი – ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის პრემიერს

სტრატეგიულ ურთიერთობას ისე ვუყურებთ, როგორც არსებობს. მანჯგალაძემ გააჟღერა რადიკალური ოპოზიციის მოსაზრება და მოკლედ ასე ჩამოაყალიბა, რომ ჩინეთთან სტრატეგიულ ურთიერთობას ამერიკასთან ბატონ-ყმური ურთიერთობა გვირჩევნიაო. ეს მისი აზროვნების პრობლემაა. მერე მისი უფროსი შეეცადა გამოესწორებინა, ეს მანჯგალაძემ კი არ თქვა, სახარებიდან არისო – ვაშაძემ თქვა. თუ სახარება არ იცი, კითხვა მაინც უნდა იცოდე.

მანჯგალაძემ პირდაპირ თქვა, ორ ბატონს როგორ ვემსახუროთო, ეს პათოსი აქვს ოპოზიციას. ეს ციტატა სულ სხვაა, იქ წერია, ვერვის ხელეწიფების ორთა უფალთა მონებაო. უფალს და ეშმაკს ვერ ემსახურებიო, თვითონ ჩამოყალიბდნენ ჩინეთს და ამერიკას შორის უფალი რომელია და ეშმაკი რომელია. თუ ოპოზიცია თვლის, რომ ორი ბატონი არ შეიძლება ჰყავდეს, რა გამოდის, როცა აშშ-სთანაც გვაქვს სტრატეგიული ურთიერთობა და ევროკავშირთანაც? გვითხრან ბოლოს და ბოლოს ვისი ვასლები ვართ – ამერიკის თუ ევროკავშირის. სტრატეგიული ურთიერთობა ჩვენი აზრით ბატონ-ყმურ ურთიერთობას არ ნიშნავს, ოპოზიციის აზრით ამას ნიშნავს,“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ჩინეთის პრემიერი ღარიბაშვილს: ვიცი, რომ მეორე ვადით მართავთ ქვეყანას პრემიერ-მინისტრის რანგში, ორივე ვადის განმავლობაში თქვენ ღირებულად მიგყავდათ წინ საქართველოს ურთიერთობა ჩინეთთან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g