ქობულეთში, სოფელ კოხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 26 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო ოთხი დაშავდა.
ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდები დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ. უკან დაბრუნებისას კი მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა.
როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის 279-ე მუხლით მიმდინარეობს.