LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ ეს პრობლემები გაგვეზრდება, პრაქტიკულად ყველა ხეობა, რომელიც დღეს სამხრეთ ფერდიდან არის ჩამოშვებული, პრობლემების შემქმნელი შეიძლება გახდეს” – გეოლოგი

324
BeFunky-collage - 2023-08-04T223322.954

გეოლოგი არჩილ მაღალაშვილი შოვში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და ტელეკომპანია „ფორმულას” ეთერში საქართველოში არსებულ გეოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრობს.

მისი თქმით, ჩვენ ეს პრობლემები გაგვეზრდება, პრაქტიკულად ყველა ხეობა, რომელიც დღეს სამხრეთ ფერდიდან არის ჩამოშვებული, პრობლემების შემქმნელი შეიძლება გახდეს.

„ქვეყანას, რომლის ტერიტორიის 60% მთიან რელიეფს უკავია, ასეთი პრობლემები ექნება. ამისათვის მზად უნდა ვიყოთ, ტარდებოდეს კვლევები და სპეციალისტები იყვნენ ჩართული. ასეთი სამსახური დასავლეთ საქართველოში არსებობს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მათი რესურსი საკმარისი არ არის.

იმისათვის რომ ეს ურთულესი პრობლემები გადავწყვიტოთ უნდა დავიწყოთ თავიდან, განათლების სისტემიდან. უნდა დაფასდეს გეოლოგის პროფესია. ის ვინც ნამდვილად პროფესიონალია მიდის კერძო სექტორში.

ნამდვილად ვიცი, რომ გარემოს სააგენტოს რამდენიმე შტატი თავისუფალი აქვს. ჩვენ ეს პრობლემები გაგვეზრდება, პრაქტიკულად ყველა ხეობა, რომელიც დღეს სამხრეთ ფერდიდან არის ჩამოშვებული, პრობლემების შემქმნელი შეიძლება გახდეს“, – საუბრობს გეოლოგი.

შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო „Sunset Shovi“-თან მეწყერი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ სამანქანო ხიდი წაიღო. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი.

შოვში გარდაცვლილთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა

„მინდა ჩემი ღრმა მწუხარება გამოვხატო – ასეთი სტიქიები ყველა ქვეყანაში ხდება და ყოველგვარი საუბარი, რომ ამის თავიდან არიდება შეიძლებოდა, არასერიოზულია“ – პრემიერი

გზების გაწმენდის სამუშაოები ღამით დასრულდა და დღეს დილიდან განახლდა. სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები ისევ ინტენსიურად ეძებენ.

ომბუდსმენი რაჭის სტიქიაზე: „კრიზისულ ვითარებაში საჭირო ტექნიკის ნაკლებობა კვლავ თვალსაჩინო გახდა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები