მარიამ ბერიანიძე, რომელიც შოვის მეწყერში მეუღლესთან და 4 წლის შვილთან ერთად მოჰყვა, სოციალურ ქსელში ემოციურ კადრებს ავრცელებს.
როგორც მარიამ ბერიანიძე წერს, მის 4 წლის შვილს, ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ დაურეკა და გაამხნევა:
„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ბიჭი კონსტანტინეა. ერთი ციდა 4 წლის კოტიკო სპაიდერმენივით სწრაფი და მამაცი ბიჭია და სწორედ სპაიდივით უშიშრად გაუძლო მეწყერს.
არც ერთხელ არ დაუწუწუნია და ერთი ცრემლიც არ ჩამოვარდნია.
დღეს კი ხვიჩა კვარაცხელიამ დაურეკა, მოიკითხა და ისე გააბედნიერა, რომ დაიმორცხვა და ერთი სიტყვის გარდა ვერაფერი უთხრა. მიყვარხარ დედიკოს სიამაყევ“, – წერს მარიამ ბერიანიძე სოციალურ ქსელში.
მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ბიჭი კონსტანტინეა ❤️ ერთი ციდა 4 წლის კოტიკო სპაიდერმენივით სწრაფი და მამაცი ბიჭია და სწორედ…
Posted by Berianidze Mariami on შაბათი, 05 აგვისტო, 2023