შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი გარდაცვლილის ცხედარი აღმოაჩინეს – სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა.
ინფორმაცია „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
შეგახსენებთ, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძებნა-შველის ღონისძიება ღამით, სპეციალური განათებების საშუალებით მიმდინარეობდა.
ბოლო ცნობებით, ამ დრომდე ეძებენ 20-მდე ადამიანს. უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 210 ადამიანი.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ შოვში დატრიალებული ტრაგედიის გამო“ – ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში
სტიქიის ზონაში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას წაიკითხავთ აქ – მეწყერი შოვში