შაკირა კვლავ ყოფილ პარტნიორს, ჟერარ პიკეს უმღერის. არტისტმა „ინსტაგრამზე“ რამდენიმე ვიდეო გაავრცელა, სადაც სიმღერის Empty Cup-ის ფონზე ცეკვავს. მისი ცეკვა საოცრად ექსპრესიული და პიკანტურია. 46 წლის მომღერალი შესანიშნავ ფორმაშია, მას შავი ტოპი და ლეგინსები აცვია.
„მხოლოდ ერთი თეფში იყო დამსხვრეული და არა მთელი ჭურჭელი. არ ვიცი, როგორ უნდა მივუშვირო მეორე ლოყა, თუმცა დიახ, პატიება ეს სიბრძნეა. როდესაც რაღაც დაზიანებულია, ის არ უნდა გადააგდო, ის უნდა შეაკეთო. შენ ცხოვრებაზე უნდა იცინო მაშინაც კი, როცა იარები ძალიან გტკივა“, – მღერის შაკირა.
შეგახსენებთ, კოლუმბიელმა არტისტმა სიმღერა, Empty Cup და კლიპი ივლისში გაავრცელა, მას პარტნიორობას მანუელ ტურიზო უწევს. ნამუშევარმა მოკლე დროში მოახერხა პოპულარობის მოპოვება.
„მიტოვებული ქალთევზას რევანში“ – შაკირას ახალი კლიპი 3 დღეში 18 მილიონ მილიონ ნახვას აგროვებს
„სამ სხვადასხვა მამაკაცს ერთდროულად ხვდება?“ – ლუის ჰამილტონი სამჯერ დარჩა შაკირას ვილაში იბიცაზე