„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც მან ეჭვქვეშ დააყენა გადარჩენილების მონაყოლი და წარმოუდგენელ ტყუილი უწოდა მათ ნათქვამს, რომ 3 საათის განმავლობაში ებრძოდნენ ღვარცოფს, მათ შორის ბავშვებიც, დღემდე არაერთი ადამიანი ეხმაურება სოციალურ ქსელში.
მოქალაქეები ავრცელებენ კადრებს, თუ რა რთულ ვითარებაში უწევდათ იქ მყოფებს ღვარცოფიდან თავის დაღწევა. მათ შორის დავით ჯელაძეს, რომელმაც დისშვილი გადაარჩინა.
მოქალაქე ლია ბელაშვილი სწორედ იმ კადრებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, თუ როგორ გაიარა დავით ჯელაძემ მანძილი ღვარცოფში, რათა 6 წლის დისშვილი სამშვიდობოს გამოეყვანა და სხვებსაც დახმარებოდა. ასევე საუბარია კიდევ ერთ პირზე, შალვა ბელაშვილზე, რომელიც ჯელაძეს დაეხმარა.
„აი, ვიდეო, სადაც ჯელაძეს მოჰყავს დისშვილი, უფალს დიდება რომ გადარჩნენ, მას მიეშველა და საკმაო გზა გაიარა ტალახში შალვა ბელაშვილმა, ის არის გმირი❤️❤️სიცოცხლე დადო სასწორზე, იმ დროს როცა ტალახის მოდინება ისევ იყო, ათასი მადლობა შალვას❤️❤️❤️ შენნაირ ადამიანებზე დგას ქვეყანა❤️?“, – წერს ლია ბელაშვილი.
აი ვიდეო სადაც ჯელაძეს მოყავს დისშვილი, უფალს დიდება რომ გადარჩნენ, მას მიეშველა და საკმაო გზა გაიარა ტალახში შალვა ბელაშვილმა, ის არის გმირი, ❤️❤️სიცოცხლე დადო სასწორზე, იმ დროს როცა ტალახის მოდინება ისევ იყო, ათასი მადლობა შალვას❤️❤️❤️ შენნაირ ადამიანებზე დგას ქვეყანა❤️??
Posted by Lia Belashvili on სამშაბათი, 15 აგვისტო, 2023
ცნობისათვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სამძებრო ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია 26 ადამიანის ცხედარი. 7 პირთან დაკავშირებით სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ვრცლად იხილეთ აქ.