LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაჭის გუბერნატორი: პრემიერის მითითებით, სამძებრო სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მოქალაქეების პოვნის მცირედი თეორიული შანსი იქნება

179
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (4)

„დაკარგული 33 მოქალაქიდან ამ დროისთვის 26 ცხედარია ნაპოვნი, გრძელდება შვიდი დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოები. გარდაცვლილებიდან 23 იდენტიფიცირებულია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მითითებით, სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მოქალაქეების პოვნის მცირედი თეორიული შანსი იქნება“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რაჭის გუბერნატორმა, პაპუნა მარგველიძემ განუცხადა და აღნიშნა, რომ სტიქიის ზონაში, შოვის ტერიტორიაზე დარჩენილია რამდენიმე ადგილი, რომელიც უახლოეს დღეებში დამუშავდება.

„საძიებო სამუშაოები გაგრძელდება, პერიმეტრიც გაზრდილია მდინარე რიონის ხეობაში და ასევე, მძიმე ტექნიკაც იმუშავებს იქამდე, ვიდრე არ იპოვიან ყველა დაკარგულ მოქალაქეს“, – განაცხადა რაჭის გუბერნატორმა.

კითხვაზე, „რას აპირებენ მთლიანი პერიმეტრის შესწავლის შემდეგ“, პაპუნა მარგველიძემ განაცხადა:

„ველოდებით მოხალისეებს.. გვსურს, ხალხისათვის გასაგებ ენაზე, შევქმნათ გრაფიკული ანიმაცია შოვში, მყინვარზე განვითარებული მოვლენების..“ – რა მიმართვას ავრცელებს თეა გოდოლაძე

ამ დროის მონაცემებით, 3 აგვისტოს რაჭაში მომხდარ სტიქიას 26 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 7 ადამიანს კი მაშველები სტიქიის ზონაში ამ დრომდე ეძებენ.

„ჩვენ კოორდინაციაში ვართ ყველა შესაბამის უწყებასთან და შესაბამისი ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ გავაგრძელებთ მუშაობას“, – აღნიშნა პაპუნა მარგველიძემ.

ამასთან, როგორც რაჭის გუბერნატორმა განაცხადა, სოფელ გლოლაში დაწყებულია წყალმომარაგების სისტემის სამუშაოები და სავარაუდოდ, სოფელს წყალმომარაგება დღეს აღუდგება.

ცნობისათვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სამძებრო ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია 26 ადამიანის ცხედარი. 7 პირთან დაკავშირებით სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ვრცლად იხილეთ აქ.

ამავე თემაზე:

„მე ერთ-ერთი ვარ იმ 16-დან, რომელიც მეწყერში მოყვა და გადარჩა. გადავრჩით მთელი ოჯახი – მე, მეუღლე და ჩემი 4 წლის ბიჭი.. 2 საათი ნახევრად ჩაფლულები ვიყავით შუაგულ მეწყერში“ – რას ჰყვება შოვის სტიქიას გადარჩენილი 

“5 ნაბიჯში მთლიანი მთა მოგვდევდა, როგორ ავდექი, არ მახსოვს” – მარიამ ბერიანიძე

„ვერტმფრენი რომ გამოჩნდა, 7-ს აკლდა 5 წუთი.. რაჭველი ბიჭები მოვიდნენ პირველად დასახმარებლად” – შოვის ტრაგედიას გადარჩენილი ოჯახის საოცარი ისტორია

„2 საათი გავატარეთ ნახევრად ჩაფლულებმა მეწყერში.. გადავრჩით სასწაულებრივად“ – რას ჰყვება შოვში მეწყერს გადარჩენილი გოგო

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g