მსოფლიოში 2017 წლის თებერვალში ავტომობილების გაყიდვების მოცულობა 8%-ით გაიზარდა. ”ავტოსტატზე” დაყრდნობით, 2017 წლის თებერვალში გლობალურ სააავტომობილო ბაზარზე მთლიანობაში 7 017 000 მსუბუქი და მსუბუქი კომერციული ავტომობილი გაიყიდა.
2017 წლის პირველი ორი თვის მონაცემებით მსოფლიოს საავტომობილო ბაზარზე 14 471 000 ავტომობილი გაიყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,4%-ით მეტია.
მსოფლიო ლიდერი გაყიდვების მხრივ ჩინეთია, თებერვალში ჩინეთის ბაზარზე 1 912 000 ავტომობილის რეალიზაცია მოხდა. მეორე ადგილი დაახლოებით 1 331 000-იანი მაჩვენებლით აშშ-ს უჭირავს. დასავლეთ ევროპის ბაზარზე საავტომობილო დილერებმა 1 141 000 ერთეულის გაყიდვა შეძლეს, აღმოსავლეთ ევროპაში კი მთლიანობაში 273 400 ავტომობილის რეალიზაცია მოხდა. უმსხვილეს საავტომობილო ბაზრებს შორის ასევე მოიხსენიება სამხრეთ ამერიკა 187 400 ახალი ავტომობილით, იაპონია 479 900 გაყიდული მსუბუქი ავტომობილით. სამხრეთ კორეა 134 100 ეკზემპლარით და კანადა 123 000 გაყიდული ახალი ავტომობილით.