LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული McLaren P1 აუქციონზე გაიყიდა

107

Gooding & Company-ის აუქციონზე, რომელიც ფლორიდაში შედგა, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული McLaren P1 გაიყიდა. საფინალო ფსონმა 2 392 500 დოლარი შეადგინა.

მოდელი Professor 2 Blue-ით და წითელი აქცენტებით ექსტერიერში აუქციონის მეოთხე ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი გახდა. აუქციონამდე მისმა პირველმა და ერთადერთმა მყიდველმა ის 2015 წელს შეიძინა. გაყიდვის მომენტში კი ავტომობილის გარბენი 1800 კილომეტრს შეადგენდა.

 

ყველაზე ძვირიანი P1 ასევე ერთ-ერთია იმ ორი ეკზემპლარიდან, რომელსაც სპეციალურად დამზადებული სავარძლები აქვს. შემკვეთმა მოისურვა რომ სავარძლები Ferrari 365 GTB/4 Daytona-ს სავარძლებს დამსგავსებოდა. გარდა მისა, მზისგან დასაცავ დაფაზე არსებულ სარკეზე დატანილია წარწერა ”You look beautiful”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები