LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოვში, სტიქიის დროს დაკარგული ზაზა მესხის უფროსი შვილის გარდაცვალება დადასტურდა

676
fot (4)

შოვში, სტიქიის დროს დაკარგული ზაზა მესხის უფროსი შვილის გარდაცვალება დადასტურდა. ამის შესახებ ბიჭის დედა, ცინტა დეპონი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ინფორმაციას და წერს, რომ ბავშვის ცხედარი დნმ ანალიზის საფუძველზე ამოიცნეს:

„ნაპოვნია და დნმ-ანალიზით დადასტურდა ჩემი და ზაზა მესხის უფროსი ბიჭის გარდაცვალება. ტანსაცმლის, სიმაღლის და კბილების მიხედვით პოლიციასთან ერთად დავასკვენით, რომ ის უნდა იყოს ჩემი ორი დაკარგული ბიჭიდან ერთ-ერთი, უფროსი ბიჭი.

მშვიდობით განისვენოს. და მინდა გავიმეორო ჩემთვის მნიშვნელოვანი თხოვნა: გთხოვთ, არ გააზიაროთ ბავშვების სახელები სოციალურ ქსელებში“.

 

ზაზა მესხი შოვში ოჯახთან ერთად ისვენებდა. მასთან ერთად იმყოფებოდა მისი ორი არასრულწლოვანი შვილი, მეუღლე, ალინა პოლიკოვსკა და მისი შვილი.

ალინა პოლიკოვსკას ცხედარი მაშველებმა 5 აგვისტოს იპოვეს.

მაშველები კვლავაც ეძებენ ზაზა მესხს, მის არასრულწლოვან შვილსა და ალინა პოლიკოვსკას ასევე არასრულწლოვან ბიჭს.

რა ხანია მივხვდი, რომ თავს ვერ ვუტყდებოდი სიმართლეში, მაგრამ ბოლოს და ბოლოს დავნებდი – ზაზა მესხს მეგობრები ემშვიდობებიან

„გაუხარდა, ქართველი სტუდენტი რომ გამიცნო.. წლებია შორს ვარ, მაგრამ სულ ჩემი ქვეყნის სადარაჯოზე ვდგავარო, ორი დროშით იყო მოსული, თავისი მათხოვა და ზემოთ აღვმართეთ ორმა ქართველმა ამაყად“ – ქართველი სტუდენტი ზაზა მესხთან შეხვედრას იხსენებს

„კეთილშობილი, უზადო ადამიანი, დაუზარელი და სამშობლოს დიდი მოამაგე.. დიდი ოჯახის მოსიყვარულე მამა და მოსიყვარულე მეუღლე“ – რას წერენ ზაზა მესხზე

„ვტირი, იქნებ რამენაირად გიპოვონ იმ მიწაში, რომელიც ასე ძალიან გიყვარდა და შენს შვილებს აყვარებდი… „თანამემამულის“ ბოლო გვერდზე თითქმის ყოველთვის აქვეყნებდი ხალისიანი ქართველი ბავშვის ფოტოს“ – რას წერენ ზაზა მესხზე

„პირველ აგვისტოს უწერაში ჩაიყვანა ცოლ-შვილი, კოტეჯში დაბინავდა, სამოთხეში ვარო… სამოთხე 3 აგვისტოს ჯოჯოხეთად იქცა.. პატარა საქართველო მოიწყო, მოჰყავდა ყურძენი, აყენებდა ღვინოს, შვილებს ყველაფერ ქართულს ასწავლიდა, აყვარებდა“ – მეგობარი ზაზა მესხზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები