LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უსამართლობაცაა და უსამართლობაც.. ტანჯვაცაა და ტანჯვაც.. მასზე ფიქრს ვერ ვწყვეტ, მაგრამ ვერ ვიზიარებ მის მწუხარებას, ჩემს ძალებს აღემატება“ – ნიკოლოზ რაჭველის ემოციური პოსტი გიორგი დუდაშვილზე

4543
Untitled design (4)

რაჭაში, სტიქიის შედეგად დაღუპული ნატო ჭელიძე და მისი სამი შვილი – ლუკა, ანდრია და ანასტასია დუდაშვილები დღეს დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართა, სადაც ნატოს მეუღლე და ბავშვების მამა გიორგი დუდაშვილიც იმყოფებოდა.

„20 დღე ეძება, ოთხივე იპოვა, დღეს ბოლო გზაზე აცილებს ცოლს და სამ ანგელოზს, არ არსებობს სიტყვები, რომელიც მისი ნუგეშისთვის გამოდგება“ – ქაშვეთის ეკლესიაში შოვში დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

ნატო ჭელიძე და მისი 3 მცირეწლოვანი შვილი ქაშვეთის ეკლესიიდან გამოასვენეს

აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს ნიკოლოზ რაჭველი.

„უსამართლობაცაა და უსამართლობაც… ტანჯვაცაა და ტანჯვაც… უბედურებასაც ქონია გრადაციები… გააზრებაც კი შეუძლებელია მისი შემზარავი მდგომარეობის… რა ვუსურვო ეგეც არ ვიცი… მასზე ფიქრს ვერ ვწყვეტ, მაგრამ ვერ ვიზიარებ მის მწუხარებას, ჩემს ძალებს აღემატება…“, – წერს ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, ამ დრომდე კვლავ გრძელდება 2 დაკარგული ადამიანის ძენბა-შველის სამუშაოები. 25 აგვისტოს, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ მედიას აცნობა, რომ ნაპოვნი 31 ადამიანიდან უკვე ამოცნობილია 28 ადამიანი.

 

გიორგი დუდაშვილზე:
უსამართლობაცაა და უსამართლობაც…
ტანჯვაცაა და ტანჯვაც… უბედურებასაც ქონია გრადაციები… გააზრებაც კი…Posted by Nikoloz Rachveli on Saturday, 26 August 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები