„ღმერთმა კიდევ ერთხელ მაჩუქა შენი სიცოცხლე, – ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში დედის, ხათუნა ჟორდანიას შესახებ ემოციურ პოსტებს გვიზიარებს.
მომღერალი წერს, რომ ხათუნამ ძალიან გრძელი და რთული გზა გამოიარა, რომლის დასაწყისშიც გამარჯვების მტკიცედ სჯეროდა.
„პირველივე დღიდან მჯერა, რომ სიყვარულს დიდი ძალა აქვს და აი შედეგი. ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმარჯვეთ. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს სიყვარულისთვის და გვერდში დგომისთვის”, – წერს ნინი.
ვიდეო: „ახლობელმა ადამიანმა მიწასთან გამასწორა…ამის შემდეგ საწოლად ჩავვარდი” – ნინი ქარსელაძე