LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ახლობელმა ადამიანმა მიწასთან გამასწორა…ამის შემდეგ საწოლად ჩავვარდი” – ნინი ქარსელაძე

339
BeFunky-collage - 2023-04-03T235708.449

ხათუნა ჟორდანიას შვილი ნინი ქარსელაძე გადაცემის „მხოლოდ ლელასთან” სტუმარია, სადაც საზოგადოების მხრიდან მის მიმართ მიმართულ აგრესიაზე საუბრობს.

„საქართველოში საზოგადოებას განსხვავებული აზრის მოსმენა არ უნდა. შესაძლოა ჩემი სფეროს ადამიანები არ უნდა ერეოდნენ იქ, სადაც მე ჩავერიე. მგონია, რომ როდესაც შენს აზრს აფიქსირებ, ადამიანებმა მიწასთან არ უნდა გაგასწორონ. შეიძლება შენი აზრი არ მოსწონდეთ, მეც ბევრის აზრი არ მომწონს მაგრამ ლანძღვას არ დავუწყებ. მახსოვს, ეს იყო ინგა გრიგოლიას გადაცემა. როდესაც გამოვედი ტელევიზიიდან „ფეისბუქი” გავაუქმე.

წარმოუდგენელია ადამიანს უსურვო ისეთი რამე, რასაც მე მიწერდნენ. ბოლო ზღვარი აღმოჩნდა, როდესაც არჩევნები დასრულდა და ერთმა ძალიან ახლობელმა ადამიანმა ისეთი სტატუსი დაწერა, რომ დაახლოებით ერთი კვირა საწოლად ჩავვარდი. სტატუსში ჩემი სახელი და გვარი ახსენა, ოჯახის წევრმა ფაქტობრივად მიწასთან გამასწორა. მისთვის არაფერი მითქვამს, რადგან მგონია, რომ ჩემზე დიდი ასაკის გამო მეტი მოეთხოვებოდა”, – საუბრობს ნინი ქარსელაძე.

ვიდეო: „ასე მგონია მამას გადავარჩენდი, ერთადერთია, რასაც ძალიან ვნანობ…” – რაზე საუბრობს ნინი ქარსელაძე

ფოტოები: „დახვეწილი თოჯინა“ – ნინი ქარსელაძე ულამაზეს შავ კაბაში პოზირებს

ნინი ქარსელაძე: „დე, დაბადების დღეს გილოცავ, ასეთი გამარჯვებული მინდა მყავდე კიდევ 100 წელი“

ვიდეო: „ალალ მე, ალალ შენ“ – ნინი ქარსელაძემ ქორწილში ცნობილი სიმღერა შეასრულა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g