LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპის Ferrari აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

53

Ferrari, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფლობდა, აუქციონზე რეკორდულ ფასად 270 000 დოლარად გაიყიდა.

2007 წლის Ferrari F430 F1 კუპე, ტრამპმა 10 წლის წინ შეიძინა, თუმცა მისით ბევრი არ უვლია და ეს სუპერქარი 2011 წელს 2.4 მილიანი გარბენით გაყიდა.

ავტომობილმა მფლობელი კიდევ ერთხელ შეიცვალა შაბათს, ფლორიდაში გამართულ აუქციონზე. მისი ახალი მფლობელის ვინაობა ცნობილი არ არის.

ალუბლისფერი წითელი (cherry red) Ferrari-ს თავდაპირველი ფასი 245 000 დოლარი იყო. ის ვაჭრობის გარეშე 270 000 დოლარად გაიყიდა.

“ამ მოდელისთვის ეს ფასი რეკორდულია. ვარსკვლავური ბექგრაუნდის გარეშე, ძირითადად ამ მოდელების ფასი 125 000–დან 175 000–მდე დოლარია. ფასი დამოკიდებულია გარბენზე, მდგომარეობაზე და ა.შ.”, – განაცხადეს აუქციონის წარმომადგენლებმა.

ამ Ferrari–ს ( 6,000 მილის გარბენით)  ფასი მხოლოდ ტრამპის სახელმა და “თამამმა ხელმოწერამ” ასწია.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები