LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პრეზიდენტი ხედავს, რომ საქართველო მოიპოვებს სტატუსს, ამ ფონზე უცხო ქვეყნის დედაქალაქებთან კომუნიკაციის მცდელობა, შეუთანხმებელი ნაბიჯების რისკს ატარებს” – სარჯველაძე

150
BeFunky-collage - 2023-08-30T221246.057

პრეზიდენტი ხედავს, რომ საქართველო მოიპოვებს სტატუსს, ამ ფონზე უცხო ქვეყნის დედაქალაქებთან კომუნიკაციის მცდელობა, შეუთანხმებელი ნაბიჯების რისკს ატარებს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიმართვები ეხებოდა ისეთ სახელმწიფოებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული ამ გადაწყვეტილების მიღებასთან.

პრეზიდენტი აკეთებს განცხადებას, სურვილი აქვს იმოგზაუროს ევროპაში, ჰქონდეს მოლაპარაკებები ევროპულ სახელმწიფოებთან კანდიდატის სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებით და იქვე ცნობილი ხდება, რომ მიმართვები ეხებოდა ისეთ სახელმწიფოებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული ამ გადაწყვეტილების მიღებასთან. მათ შორის არის ისრაელი, ერთ-ერთი არაბული სახელმწიფო, ევროპის ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოები და ასე შემდეგ.

ამ ფონზე ეს ყველაფერი ჰგავს მცდელობას, პრეზიდენტმა ერთგვარად თავისებური თამაში ითამაშოს და ამ შემთხვევაში ხელისუფლების, მთავრობის, საპარლამენტო ხელისუფლების შეთანხმება მისთვის როგორც ჩანს პრიორიტეტებში პრინციპულად არ ჯდება. ეს კი არ არის თავსებადი კონსტიტუციის დებულებასთან, ნორმასთან, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი უფლებამოსილია წარმოადგინოს სახელმწიფო მხოლოდ მთავრობასთან შეთანხმებით.

ეს შეთანხმება კი ნიშნავს არა უბრალოდ ფორმალური პროცედურების დაცვას, ინფორმაციის მიწოდებასა და გაცვლას, არამედ მათ შორის სტრატეგიული საკითხების ერთიანი კონცეფციის თაობაზე შეთანხმებას. შესაბამისად, ვთვლით, რომ ამ შემთხვევაში პრეზიდენტის მხრიდან ეს არ არის უბრალოდ მცდელობა, რომ საკუთარი კონტრიბუცია და როლი გამოკვეთოს იმ პროცესში, რასაც კანდიდატის სტატუსის მოპოვება ჰქვია“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღეს, 30 აგვისტოს გაავრცელა.

მოგვიანებით განცხადება გაავრცელა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს პრეზიდენტს რამდენიმე ქვეყანაში ვიზიტზე უარი ეთქვა.

„მივმართავ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს – აზრი არ აქვს ჩემს მიმართ მუქარების გაჟღერებას“ – სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან

ევროპაში ვიზიტებზე მთავრობის თანხმობა არ აქვს, კონსტიტუციას არღვევს – მდინარაძე პრეზიდენტზე

სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები