LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mitsubishi-ს ასი წლის მოდელს თანამედროვე ჰიბრიდად გადააქცევენ

69

Mitsubishi Motors-ის ჩრდილოამერიკული განყოფილება ტიუნინგ ატელიე West Coast Customs-ის დახმარებით კლასიკური მოდელის, 1917 წლის Model A-ს ბაზაზე თანამედროვე ვარიანტს შექმნის. პროექტი იაპონური მწარმოებლის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

კალიფორნიულმა ტიუნინგ ატელიემ გადაწყვიტა კლასიკური Model A-ს კაპოტქვეშ თანამედროვე ტექნიკური შიგთავსი განათავსოს. ავტომობილი ძრავს ჰიბრიდული ”აუთლენდერისგან” მიიღებს: ბენზინის ატმოსფერული ძრავი, რომელიც 121 ცხენის ძალას 81 ცხენის ძალიან ელექტროძრავთან ერთად ავითარებს. ავტომობილის აწყობა ზაფხულში დასრულდება. ავტომობილზე მუშაობის პროცესი Velocity-ის ტელეეთერითაც გადაიცემა.

1917 წელს Mitsubishi Model A პირველი ავტომობილი გახდა, რომელიც კომპანიამ ააწყო. ის 2,8 ლიტრიანი ძრავით იყო აღჭურვილი, რომელიც 35 ცხენის ძალას ავითარებდა. სულ კონვეირიდან ასეთი 22 მოდელი გამოვიდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები