„ვცდილობ, მოვერიდო ასეთი სიტყვების გამოყენებას ქალი პრეზიდენტია და, რა თქმა უნდა, ეთიკის ნორმებს უფრო მეტად ვიცავთ, მაგრამ მაინც უნდა ითქვას, იმდენად შეშინებულია პრეზიდენტი, რომ ელჩებს მოუხმო თავისთან და რაღაცები ილაპარაკა. მერე მოუხმო ოპოზიციონერ დეპუტატებს და მათთან ერთად გადის კონსულტაციებს ვითომ ევროპულ გზაზე, ამ დროს, ელაპარაკება იმაზე, რომ მხარი არ დაუჭირონ იმპიჩმენტს, ამაზე თავად ოპოზიციონერი დეპუტატები საუბრობენ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მდინარაძის თქმით, პრეზიდენტმა, იმის იმედით, რომ ვერ გადააყენებდნენ, გაბედა და კონსტიტუცია დაარღვია.
„ძალიან შეშინებულია, რადგან იცის, რაც გააკეთა. იმის იმედით, რომ ვერ გადააყენებდნენ, ეს იცის, რომ ამის ნაკლები შანსია, გაბედა და დაარღვია კონსტიტუცია. შემაკავებელი ფაქტორი ის კი არ იყო, რომ კონსტიტუციისთვის პატივი ეცა, ის იყო, რომ ვერ გადააყენებდნენ. შემაკავებელი ფაქტორი უკვე სისხლის სამართლის დანაშაულის არ ჩადენა და შესაბამისი სასჯელის მოლოდინი გახდა მაშინ, როდესაც მან მტკიცებულება დადო.
ქუჩაშიც გამოვალ, მის გვერდზეც დავდგები, თუ საჭირო იქნება, მის გამოც ვიჩხუბებ - ალეკო ელისაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე
„სალომე ზურაბიშვილს რას ედავებიან - "საგულაოდ" ხომ არ დადის?! - მაკრონს და შტაინმაიერს ხვდება“
თავად ძალიან კარგად იცის, რომ კონსტიტუციას არღვევს, როდესაც პირადი ხარჯებით წავიდა. მას თუ მიაჩნდა და მყარად იყო დარწმუნებული, რომ კონსტიტუციას არ არღვევდა და უფლება ჰქონდა მთავრობის ნებართვის გარეშე რომელიმე ქვეყანაში გამგზავრებულიყო, მაშინ ის ამას სახელმწიფო ხარჯით გააკეთებდა, მაგრამ მტკიცებულებაა ის, რომ რადგან მან გადაწყვიტა, თავისი ხარჯით წასულიყო, ეს იმას ნიშნავს, მან იცის, რომ ეს არის ანტიკონსტიტუციური. თუმცა, ხარჯებთან დაკავშირებით, ამას ემატებოდა, რომ ეს ამავდროულად დანაშაული გახდებოდა და დანაშაული არ გარისკა.
სასჯელი მოჰყვება ყველა დანაშაულს, ასეთის დამტკიცების შემთხვევაში, კონსტიტუციის დარღვევის შემთხვევაში იმპიჩმენტი.ალბათ, სასჯელმა შეაშინა, მაგრამ იმპიჩმენტმა ვერა, რადგან იცის 100 ხმა არ გვაქვს.
კონსტიტუციაა დიდი ამბავი, კონსტიტუცია დაარღვია მერე რა – ეს მესიჯ ბოქსია, წარმოიდგინეთ რაზე ვლაპარაკობთ და ჩვენ თუ კონსტიტუციას არ ვეცით პატივი, რომელი კანონის დაცვაზე, რომელ კანონიერებაზე და სამართლის უზენაესობაზეა ლაპარაკი. კონსტიტუციის დარღვევა მერე რა-თი გასატარებელი, ამ თავხედური მესიჯით გასატარებელი რამ არ უნდა იყოს არასდროს, ეს უნდა დავიმახსოვროთ და უნდა გვქონდეს ქცევის წესად, ეს არის მარტივი ამბავი, თუ გვინდა, რომ ნამდვილად ევროპელები ვიყოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. გუშინ პრეზიდენტი „გირჩის“ ლიდერს, იაგო ხვიჩიას და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ ლიდერს, ნიკა მელიას შეხვდა.