LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეუღლე ჩემ გვერდით იდგა“ – ირაკლი ლობჟანიძემ საკუთარი თვალით ნახა, როგორ წაიღო შოვში მეწყერმა მისი მეუღლე, მათ ერთად 51 წელი იცხოვრეს

10774
ფორტუნა - 2023-09-17T003046.980

ირაკლი და ქეთი ლობჟანიძეებმა ერთად 51 წელი იცხოვრეს – ირაკლი ლობჟანიძემ საკუთარი თვალით ნახა, როგორ წაიღო შოვში მეწყერმა მისი მეუღლე, რომელთან ერთადაც ხელჩაკიდებული ტალახის რამდენიმე მეტრიან მასას გაურბოდა.

„მეუღლე ჩემ გვერდით იდგა. მოვიხედე და აღარ იყო.. მერე მეც წამაქცია ტალღამ.  როგორც იქნა მივფორთხდი სამშვიდობოს. “ – იხსენებს ირაკლი ლობჟანიძე „ფორმულასთან“.

ირაკლი ლობჟანიძე იხსენებს, რომ სტიქიის დროს მის ნახევრად  დანგრეულ სახლში რამდენიმე ადამიანი შეიფარა.

მან მხოლოდ „ფორმულასთან“ ინტერვიუს დროს შეიტყო, შოვში მეწყერმა, მის ერთად ერთ გადარჩენილ სახლთან, მარიამ ბერიანიძისა და ჯელაძეების ოჯახის წევრები მიიყვანა.

ქეთი ლობჟანიძე 4 აგვისტოს 70 წლის ხდებოდა.

ოჯახი დიდი წვეულების მოწყობას მთაში გეგმავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g