ტინა კუნაკთან განშორების შემდეგ, 56 წლის ვენსან კასელი სულ უფრო და უფრო აქტიურად სტუმრობს გლამურულ ღონისძიებებს. ამჯერად ის „პრადას“ 2024 წლის კოლექციის ჩვენებაზე იმყოფებოდა, სადაც ბევრი ფოტო და ვიდეო გადაიღო და ისინი „ინსტაგრამ“ სთორიში განათავსა.
ამ დღეს მსახიობი მართლაც საოცრად ელეგანტურად გამოიყურებოდა. მას ღია ფირუზისფერი პერანგი ეცვა, რომელსაც მან კრემისფერი შარვალი და სპორტული ფეხსაცმელი შეუხამა, მის „ლუქს“ ყავისფერი სათვალე ასრულებდა.
ცხადია, ფოტოებს უამრავი კომენტარი მოჰყვა.
„ვენსან კასელის მეორე ცხოვრება“, „შუა ხნის კრიზისი“, „არავინ უთხრათ, რომ 56 წლისაა“, „როცა ყოფილ ცოლს ეჯიბრები“, – წერენ კომენტარებში.
ვიდეო: ვენსან კასელი გვასწავლის, როგორ გადავიღოთ „სელფი“
„ერთმანეთს ეჯიბრებიან“, „ინსტაგრამ გადაძახილი“ – ტინა კუნაკისა და ვენსან კასელის უახლესი ფოტოები