დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისელებს თბილისობის დღესასწაული ორბელიანის მოედნიდან მიულოცა.
„მინდა მივულოცო ყველას, ვისაც ჩვენი ქალაქი უყვარს, ამ ქალაქის მცხოვრებლებს, სტუმრებს დღევანდელი დღე. ხედავთ, როგორი სასიამოვნო გარემოა. უამრავი ადამიანია გამოსული. დღეს და ხვალ სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართება ორბელიანის მოედანზე, მის მიმდებარე ქუჩებზე, რიყის პარკში. გაიმართება საბავშვო კონცერტები. ამინდი, განწყობა შესანიშნავია. მობრძანდით, ყველას გელოდებით და კიდევ ერთხელ გულწრფელად გილოცავთ ჩვენი ქალაქის დღეს.
რა შეიძლება გისურვოთ დღევანდელ მოცემულობაში? – პირველ რიგში მშვიდობა, რადგან მშვიდობას მართლაც არ აქვს ალტერნატივა; ეკონომიკური გაძლიერება, რომ ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანები იყვნენ ბედნიერები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქში სახალხო დღესასწაული „თბილისობა 2023“ მიმდინარეობს.