LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: „2019 წელს ერთ-ერთი სახელმწიფოს წარმომადგენელმა ერთობლივი საჯარისო შენაერთის შექმნა შემომთავაზა, ტაქტიკურად არასწორი პასუხი რომ გამეცა, შეიძლება, ქვეყანა უმძიმეს პრობლემებში გამეხვია“

127
ირაკლი კობახიძე

„ნებისმიერ წარმომადგენლობით უფლებამოსილების განხორციელებაზე საჭიროა მთავრობის თანხმობა. ტაქტიკაზეც, ყველაფერზე, რაც საგარეო პოლიტიკის განხორციელებას უკავშირდება, პასუხისმგებელი მთავრობაა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა.

წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების შესრულებაზე საუბრის დროს, ირაკლი კობახიძემ კონკრეტულ ფაქტზე ისაუბრა და თქვა, რომ 2019 წელს ერთ-ერთ შეთავაზებაზე ტაქტიკურად არასწორი პასუხის შემთხვევაში, „შესაძლოა, ქვეყანა უმძიმეს პრობლემებში გაეხვია“.

„ჩემი პირადი გამოცდილებიდან შემიძლია მოვიყვანო მაგალითი. ერთი-ერთი სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან მქონდა შეხვედრები, პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, 2019 წელს. ერთ-ერთმა მათგანმა შემომთავაზა ერთობლივი საჯარისო შენაერთის შექმნა და მეორემ შემომთავაზა ვიღაცისთვის სანქციების დაწესება.

მე რომ იქ არასწორი პასუხი გამეცა, რომ შევყოლოდი ამ დისკუსიას, გარეთ გამოვიდოდნენ შესაბამისი თანამდებობის პირები და ბრიფინგზე განაცხადებდნენ, რომ ჩვენ ვიმსჯელეთ სანქციების დაწესების და ვიმსჯელეთ ერთობლივი საჯარისო შენაერთების შექმნის საკითხზე. მე არ შევყევი ამ დისკუსიას და ამის გამო რეალურად დავაზღვიე სერიოზული რისკი. საბოლოო ჯამში მაინც თქვეს რაღაც, მაგრამ თქვეს მხოლოდ ის, რომ შევთავაზეთო. ამით მინდა ჩვენება იმის, რომ მე რომ ოდნავ განსხვავებული, ტაქტიკურად არასწორი პასუხი გამეცა, შეიძლება, უმძიმეს პრობლემებში გამეხვია საკუთარი ქვეყანა“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისათვის, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს.

„როდესაც იმპიჩმენტს აღძრავ, ჩვენი გადმოსახედიდან ნიშნავს, რომ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად“ – ირაკლი კობახიძე

„სალომე ზურაბიშვილს ჯერჯერობით არაფერი გაუკეთებია ისეთი, რაც ივანიშვილის გეგმებს ეწინააღმდეგება“ – მიხეილ სააკაშვილი

„თქვენ, ირაკლი კობახიძე ვერ განსაზღვრავთ, ვინ რა უნდა აკეთოს, მე ვარ საკონსტიტუციო კომისიის მდივანი,  კონსტიტუციის თანაინიციატორი და მხარდამჭერი“ – თამარ ჩუგოშვილი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g