ვენსან კასელისა და ნარა ბაპტისტას რომანის დადასტურების შემდეგ, მედიის მთელი ყურადღება მსახიობის ექს-მეუღლისკენ, ტინა კუნაკისკენაა მიმართული. მოდელიც არ ჩერდება და „ინსტაგრამზე“ შთამბეჭდავი ფოტოების სერიას ერთმანეთის მიყოლებით ავრცელებს. ამჯერად გამომწერების ყურადღება მისმა ორმა ფოტომ მიიპყრო.
ტინამ გამოცემა EXIT-ის გარეკანი დაამშვენა. ფოტოსესიისთვის მან „ალაიას“ შავი კაბები მოირგო.
„უფრო მტკიცე, უკეთესი, უფრო სწრაფი და გაცილებით ძლიერი“, – ასე დაასათაურა პოსტი კუნაკმა.
ცხადია, გამომწერები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ფრაზა ტინამ ვენსან კასელისკენ მიმართა.
შეგახსენებთ, ამ დრომდე უცნობი რჩება ვენსანისა და ტინას განქორწინების ზუსტი მიზეზი.
„როცა შენი ექსი შენს ორეულთან გამოიჭირე და გეცინება“ – ტინა კუნაკის უახლესი ფოტოები
„ვენსან კასელი და ახალი ტინა კუნაკი“ – ცეცხლოვანი წყვილის პირველი ერთობლივი ფოტოები რიოდან