LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა“ – ისრაელში საქართველოს ელჩი

131
ლაშა ჟვანია

„ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ საელჩოში ინფორმაცია არ შესულა“, – ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის, ისრაელის აეროპორტი დაკეტილი არ არის და გუშინ საღამოს საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში დაბრუნდა.

ლაშა ჟვანიას თქმით, თუ ვინმე ინფორმაციას ფლობს საქართველოს რომელიმე მოქალაქეზე, საელჩოს შეატყობინოს.

„შეიარაღებული თავდასხმისას ღაზას სექტორის მიმდებარედ საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფებოდა, რომლებიც ამ ეტაპზე უსაფრთხო ადგილას არიან“ – საგარეო საქმეთა სამინისტრო

„ამ მასშტაბის ტერორისტული აქტი ქვეყანაში მრავალი წლის მანძილზე არ ყოფილა. პრაქტიკულად, ისრაელის ისტორიაში შეუძლებელია გავიხსენოთ რომელიმე ფაქტი, რომელსაც ამდენი მსხვერპლი მოჰყვა. ამ დილით, ისრაელის არმიამ პირდაპირ გამოაცხადა 25 გარდაცვლილი ახალგაზრდის სია, რომელთა საშუალო ასაკი 20 წელია. ეს ისრაელის სახელმწიფოს ისტორიაში და მთლიანად ებრაელი ერის ცხოვრებაში უმძიმესი წელია. არ ჰგავს არაფერს სხვას, რაც იყო. ამ წუთისთვის 250-ზე მეტი დაღუპული ცხადდება. ჯერ კიდევ არ არის ყველა ადგილზე, ყველა დასახლებაზე ისრაელის არმიის მიერ კონტროლი აღებული. საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. მუდმივ კონტაქტზე ვართ, როგორც ისრაელის თავდაცვის სამინისტროს სამსახურთან, ისე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე ისრაელის პოლიციასთან. გუშინ ჩვენი რამდენიმე მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გადმოვიყვანეთ. 3 არის ნეთანიაში, ერთი არის თელავივში. საერთაშორისო კომერციულმა ავიაკომპანიებმა ისრაელის მიმართულებით თავიანთი რეისები გააუქმეს. დღე ისრაელის აეროპორტი დაკეტილი არ არის, გუშინ რამდენიმე რეისი შესრულდა. გუშინ საღამოს საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დაბრუნდა საქართველოში ისრაელიდან. ისინი, ვინც ვერ დაბრუნდნენ, საელჩომ საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყო სასტუმროთი. ბავშვები თავიანთ პედაგოგებთან ერთად, რომლებიც ფესტივალზე იყვნენ ჩამოსულები, უსაფრთხოდ არიან, გვიანობამდე მათთან ერთად ვიყავით, სანამ ბავშვები ოთახებში დასაძინებლად არ განვათავსეთ. ცხელი ხაზის ნომერი ყველამ იცის, 3 ტელეფონის ნომერია გამოცხადებული, როგორც საელჩოს, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროსაც შეუძლიათ დაუკავშირდნენ ჩვენი მოქალაქეები. თუ ვინმე ინფორმაციას ფლობს საქართველოს რომელიმე მოქალაქეზე, ვთხოვთ, რომ შეგვატყობინოს“,- განაცხადა ჟვანიამ.

ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი მოქმედებს:

  • +972526919092
  • +972 52-8888513
  • +972 54-7386813
magti 5g