ნინი ბრეგვაძე One direction-ის სოლისტის ნაილ ჰორანის გუნდის წევრი გახდა.
ამის შესახებ ინფორმაციას მომღერალი სოციალურ ქსელში გვიზიარებს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ამერიკულ „ვოისში“ ნინი ბრეგვაძის ტრიუმფალური დებიუტი შედგა.
მან ოთხივე მწვრთნელი შემოაბრუნა და უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა.
ცნობისთვის, ჟიურიში ლეგენდარული მომღერლები ჯონ ლეჯენდი, გვენ სტეფანი, ნაილ ჰორანი და რება მაკენტაირი არიან.
საოცარი პერფორმანსი: ნინი ბრეგვაძემ ამერიკის The Voice-ში ჟიურის ოთხივე წევრი შემოატრიალა