LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უნდა იმოქმედოთ სწრაფად და გამოიყვანოთ შანი ღაზას სექტორიდან!“ – „ჰამასის“ მიერ გატაცებული გერმანელი ტურისტის დედა ამტკიცებს, რომ მისი შვილი ცოცხალია 

274
შანი ლუკი და დედამისი

გერ­მა­ნი­ის მო­ქა­ლა­ქე შანი ლუკი, რო­მე­ლიც ქვეყანაში ფესტივალზე იმყოფებოდა, „ჰა­მა­სის“ ტერორისტებმა ის­რა­ელში შეჭ­რის პირ­ვე­ლი­ვე დღეს ტყვედ აიყ­ვა­ნეს, შე­საძ­ლოა, ცო­ცხა­ლი იყოს.

„ჰამასი“ ისრაელის მიერ ღაზას დაბომბვის საპასუხოდ მძევლების სიკვდილით დასჯით იმუქრება

ამის შე­სა­ხებ, დე­დამ ვი­დე­ო­ მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და და თქვა, რომ მისი ქა­ლიშ­ვი­ლი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და ღა­ზას სექ­ტო­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბა. და­ზა­რა­ლე­ბულს სას­წრა­ფო ევა­კუ­ა­ცია სჭირ­დე­ბა.

გერ­მა­ნულ მედიასთან საუბრისას რი­კარ­და ლუკ­მა აღნიშნა, რომ ახლა აქვთ იმის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ შანი ცოცხალია.

„სე­რი­ო­ზუ­ლი ტრავ­მა აქვს თა­ვის არე­ში და კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ყო­ვე­ლი წუთი ძვირ­ფა­სია“, – თქვა მან.

გატაცებულის დედამ გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ლურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თხოვ­ნით მი­მარ­თა, ქალიშვილის გადასარჩენად და­ე­წყოთ ოპე­რა­ცია ღა­ზა­ში, რო­მელ­საც „ჰა­მა­სი“ აკონ­ტრო­ლებს.

ისრაელი სრულ შეტევაზე გადადის, ისინი ამ მომენტს ინანებენ, ღაზა არასდროს დაუბრუნდება იმას, რაც იყო - ისრაელის თავდაცვის მინისტრი

„ვინც თავების მოჭრამდე, ქალების, ჰოლოკოსტს გადარჩენილი ადამიანების მკვლელობამდე მივა - ჩვენ მათ მთელი ძალით და კომპრომისის გარეშე მოვსპობთ”

„თქვენ უნდა იმოქ­მე­დოთ სწრა­ფად და გა­მო­იყ­ვა­ნოთ შანი ღა­ზას სექ­ტო­რი­დან!“ – მიმართა მან გერ­მა­ნე­ლი მაღალჩინოსნებს.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის შანი ლუკი „ჰამასის“ ტერორისტებმა გაიტაცეს. შემ­დეგ კი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გა­ავ­რცე­ლეს კად­რე­ბი, სა­დაც ჩან­და, რომ დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბი მისი შიშ­ვე­ლი სხე­უ­ლზე ისხდნენ, გარ­შე­მო დარ­ბოდ­ნენ, აფურ­თხებ­დნენ.

გავრცელებულ ინფორმაციებში „ჰა­მა­სი“ ამ­ტკი­ცებ­და, რომ ცხე­და­რი ებრაელი ქალი ჯა­რის­კა­ცის იყო, თუნცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გერ­მა­ნელ­მა ტო­მა­სი­ნა ვე­ინ­ტრა­უბ ლუკ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ რე­ა­ლუ­რად, ქალი მისი ბი­ძაშ­ვი­ლი იყო.

ისრაელის ერთ-ერთ სოფელში ჯარისკაცებმა 40 ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს, ზოგიერთს თავი ჰქონდა მოჭრილი

ინფორმაციისთვის, 7 ოქ­ტომ­ბერს დაჯ­გუ­ფე­ბა „ჰა­მა­სმა“, რო­მე­ლიც ღა­ზის სექ­ტორს აკონ­ტრო­ლებს, ის­რა­ელ­ზე სა­რა­კე­ტო და სახ­მე­ლე­თო იერიში მიიტანა.

„ჰა­მა­სის“ წევ­რე­ბი ღა­ზას სექ­ტო­რი­დან ის­რა­ელ­ში, მო­სა­ზღვრე და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტებ­ში გა­და­ვიდ­ნენ და მო­სახ­ლე­ო­ბის უმო­წყა­ლოდ ხოც­ვა და მათი გა­ტა­ცე­ბა და­ი­წყეს.

ის­რა­ელ­ში სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. სა­პა­სუ­ხოდ ის­რა­ელ­მა ღა­ზას სექ­ტორ­ზე ავი­ა­ი­ე­რი­ში განახორციელა.

რას ჰყვება აშდოდში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე: „ახლახან „ჰამასმა“ მასიური თავდასხმა განახორციელა, რამდენიმე რაკეტა სახლებს დაეცა – ცეცხლი უკიდია და შავი კვამლი ამოდის“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g