LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„2022 წელს 815 არასრულწლოვანის ორსულობა აღირიცხა – 47-მა გოგონამ ქორწინების მიზეზით განათლების მიღება შეწყვიტა“ – ომბუდსმენის აპარატი

217
Pregnancy of a minor

სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, სოფო რუსეცკის განცხადებით, 2022 წელს, ქვეყნის მასშტაბით 815 არასრულწლოვანის ორსულობა აღირიცხა.

აღნიშნულის შესახებ რუსეცკიმ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. სოფო რუსეცკის განცხადებით, 2022 წელს 434-მა არასრულწლოვანმა იმშობიარა.

„შემაძრწუნებელია 14 წლის გოგოს მკვლელობის უმძიმესი ფაქტი, სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ფემიციდის შემთხვევებზე არასაკმარისია“ – სახალხო დამცველის განცხადება

„სტატისტიკური მონაცემები, რასაც სახალხო დამცველი ყოველწლიურად ითხოვს, შემიძლია მოგახსენოთ. მაგალითად, 2022 წელს, ქვეყნის მასშტაბით 815 არასრულწლოვანი ორსული იყო, აქედან მშობიარობის რიცხვი 434-ს აღწევს.

წარმოიდგინეთ, ჩვენი ქვეყნისთვის ეს როგორი მასშტაბურია. როცა ადრეულ ასაკში ქორწინება ხდება, გოგონები განათლების მიღებას წყვეტენ.

სკოლებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2022 წელს 47-მა გოგონამ ქორწინების მიზეზით განათლების მიღება შეწყვიტა“, – განაცხადა რუსეცკიმ.

მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი საზოგადოების დაბალი ინფორმირებულობაა.

ამასთან, რუსეცკიმ სასამართლო პრაქტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი საქმეების უმეტესობაზე სასამართლოს ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება ჰქონდა დამტკიცებული.

ვიდეო: დააკავეს 27 წლის კაცი, რომელმაც საგარეჯოში 14 წლის ცოლი მოკლა

„საზოგადოების ინფორმირებულობა დაბალია, არ იციან კანონმდებლობა ზუსტად რას ითვალისწინებს.

ამგვარ დანაშაულებზე – შეტყობინებების და ცრუ ჩვენებების მიცემის ფაქტზე, უმეტესწილად, ადამიანების პასუხისგებაში მიცემა არ ხდება, ესეც არის ერთგვარი დაუსჯელობის სინდრომი ადამიანებში – შემთხვევას მალავენ…

კანონები გვაქვს, მაგრამ კანონის აღსრულება და პრაქტიკაში გამოყენებაა რთული. დანაშაულის შეუტყობინებლობაზე და ცრუ ჩვენებებზე მკაცრი რეაგირება უნდა მოხდეს, ქვეყანას ამ მიმართულებით მკაცრი პოლიტიკა უნდა ჰქონდეს.

კომპლექსური ღონისძიებების გატარებაა აუცილებელი, რაც ყველა უწყების ჩართულობას მოიცავს. მხოლოდ კანონით ამას ვერ მოვაგვარებთ, თუ ყველა ჩვენგანი არ ვაღიარებთ, რომ ეს დანაშაულია.

საგარეჯოში 14 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი დააკავეს

ჩვენს მიერ შესწავლილი საქმეების უმეტესობაში საპროცესო შეთანხმება იყო გაფორმებული, 39 საქმიდან 29 საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, ასევე გამოყენებული იყო პირობითი მსჯავრი, ასევე სასჯელის სახით დაბალია თავისუფლების აღკვეთის გამოყენების მაჩვენებელიც, ესეც ერთ-ერთ პრობლემად გამოიკვეთა“. – განაცხადა სოფო რუსეცკიმ.

„ჩვენ რა შუაში ვართ? დედაც ჰყავს და მამაც.. არ ვიცოდი, ქორწილი თუ ჰქონდა და არ უნდოდა“ – მოკლული 14 წლის გოგოს ბიძა