რამდენიმე დღის წინ, ბრედლი კუპერი და ჯიჯი ჰადიდი სეირნობის დროს გადაიღეს. წყვილი ერთად უკვე მესამეჯერ გამოჩნდა, ასე რომ თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათი რომანი დადასტურებულია.
პაემანი წვიმიან ნიუ-იორკში – ბრედლი კუპერი და ჯიჯი ჰადიდი სეირნობის დროს გადაიღეს
ახალი ჰოლივუდური წყვილის შესახებ ბევრი რამ დაიწერა, მედია აქტიურად აცხადებდა, რომ ჯიჯი და ბრედლი ერთმანეთს სწორედ კუპერის ექს-მეუღლემ, ირინა შეიკმა გააცნო, თუმცა, ახლა ცნობილი ხდება, რომ შეიკი მათი სასიყვარულო კავშირით უკმაყოფილოა.
„ირინა უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ ბრედლი მოდელ, ჯიჯი ჰადიდს ხვდება. მას არ მოსწონს ის ფაქტი, რომ ჰადიდი მასზე ბევრად ახალგაზრდაა. ბრედლის ექს-მეუღლე სოციალურ ქსელში ძალიან გააქტიურდა, თითქოს ცდილობს, საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ, ის ჯიჯიზე უფრო სასურველი და მოთხოვნადია“, – აცხადებს ინსაიდერი.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ირინა შეიკი და ტომ ბრედი ერთმანეთს 4 თვიანი რომანის შემდეგ დაშორდნენ.
„მათ არ უჩხუბიათ, უბრალოდ მათი რომანტიკული გრძნობები ერთმანეთის მიმართ მალევე განელდა“, – აცხადებს წყარო.
ირინა შეიკი და ტომ ბრედი 4 თვიანი რომანის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ – ცნობილია მიზეზი
„არ დამინახოს, რომ ყოფილ ქმართან ვსეირნობ“ – ირინა შეიკი შავ ჰუდში ტომ ბრედის ემალება