LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ღვინო შანხაიში საერთაშორისო იმპორტის ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზეა წარმოდგენილი

121
ოთარი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში მიმდინარე ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე – China International Import Expo (CIIE) –  ქართული ღვინის სტენდი დაათვალიერა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ქართული საექსპორტო პროდუქტების პავილიონში ქართული ღვინის კუთხე მოეწყო, სადაც საკუთარი პროდუქცია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა 15-მდე კომპანიამ წარადგინა.

„მისასალმებელია, რომ ადგილობრივი პროფესიონალები და ღვინით დაინტერესებული ადამიანები დიდ ყურადღებას აქცევენ ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვან ისტორიას. ეს ჩვენ საკუთარი თვალით ვიხილეთ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და ღვინის ეროვნულმა სააგენტომ აქტიური მარკეტინგული ღონისძიებები ჩინეთის ბაზარზე 2013 წლიდან დაიწყო. ამჟამად ჩინეთში ქართული ღვინის 40-მდე სახლი, მაღაზია და სალონი მოქმედებს, ხოლო ღვინის ექსპორტს ქართული ღვინის მწარმოებელი 90-მდე კომპანია ახორციელებს“, – განაცხადა შამუგიამ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით საერთაშორისო იმპორტის უმსხვილეს გამოფენაზე ქართული კომპანიები 2018 წლიდან მონაწილეობენ. წელს დამთვალიერებელი ჩვენს ქვეყანას სასურსათო  პროდუქტებისა და საფეიქრო ინდუსტრიის (ე.წ. Consumer Goods) პავილიონებში ეცნობა.

გამოფენა 10 ნოემბრამდე გაგრძელდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g