LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა ოდიშარია: მგონი, ჩვენზე უტიფარი ოპოზიცია არავის ჰყავს

156
BeFunky-collage (3)

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ახალ ნარატივს ქმნის, თითქოს, „ქართულ ოცნებას“ ეწყინა კანდიდატის სტატუსზე რეკომენდაციის გაცემა. მისივე განცხადებით, ოპოზიცია ხელისუფლებას არ აცდიდა სტატუსის მისაღებად მუშაობას, ახლა კი, როდესაც შედეგი მიღწეულია, ოპოზიცია ცდილობს, ეს გამარჯვება საკუთარ თავზე მიიწეროს.

პრემიერი: „დღევანდელი დღე არის დამაგვირგვინებელი ჩვენი 11-წლიანი საქმიანობისა, რომელმაც მოიტანა მშვიდობა, სტაბილურობა“

„2020 წელს ჩვენ როდესაც დავაანონსეთ, რომ აუცილებლად დავწერდით განაცხადს და გავხდებოდით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები, მაშინ ოპოზიციიდან მხოლოდ დაცინვა და ქილიკი გვესმოდა. დღესაც იგივე ხდება. მგონი, ჩვენზე უტიფარი ოპოზიცია არავის ჰყავს..

„ქართველმა ხალხმა პირველი რაუნდი მოუგო რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს“ – რა გამოხმაურება მოჰყვა ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას ოპოზიციაში

მთელი წელი, პრაქტიკულად, გვბომბავდნენ ხელისუფლებას და ხალხს და ამკვიდრებდნენ ამ სულელურ ნარატივს, ვითომ ხალხი და ხელისუფლება სხვადასხვაა. კონსტიტუცია მაინც წაიკითხონ. მესამე მუხლში წერია, რომ სახელმწიფო ხელისუფლების წყარო არის ხალხი და ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს თავის წარმომადგენლებით.

ირაკლი კობახიძე: „მადლობა მინდა გადავუხადო ევროკომისიას სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის – ეს, პირველ რიგში, ქართველი ხალხის დამსახურებაა“

ჩვენ ვართ ხალხის წარმომადგენლები. ოპოზიციამ რაც ჩაატარა მთელი წლის განმავლობაში, მგონი, ასე არ უმტრია ჩვენი ქვეყნისთვის არავის. დღეს დადგნენ „კაპიტანი“ გიგაური და სალომე სამადაშვილი და თქვეს, რომ ჩვენი მონაპოვარი არისო, ვულოცავ მათაც, მაგრამ ხალხს ალბათ სასაცილოდაც არ ჰყოფნის“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ აჭარის ტელევიზიის ეთერში.

„ეს არის ჩვენი ხალხის, ჩვენი თანამოქალაქეების თავგანწირული ბრძოლის შედეგი“ – ბადრი ჯაფარიძე

შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს.

პრეზიდენტი: „ქართველ ხალხთან ერთად მიხარია და მივესალმები ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ“

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სტატუსის რეკომენდაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯების შესრულებას უკავშირდება, ეს გაფართოების პროცესის ბუნებაა – მომავალი ევროკავშირშია, გილოცავ საქართველო!“ – ჰერჩინსკი

 

magti 5g