LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დედაჩემი ბევრს წვალობდა ჩემთვის და ჩემი ძმისთვის, იყო გარე მოვაჭრე, ნამცხვრებს აცხობდა, არ ერიდებოდა ქუჩაში გასულიყო, გაეყიდა და ჩვენთვის ერთი პური მოეტანა.. მშობლის ფასი არაფერია“ – გივიკო დიდია დედასთან ურთიერთობის უცნობ ამბებზე

1789
BeFunky-collage (3)

გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ცნობილმა ბლოგერმა, გივიკო დიდიამ დედასთან ურთიერთობის უცნობ ამბებზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, დედას, რომელსაც მუსიკალური განათლება აქვს მიღებული, ამ მიმართულებით არასდროს უმუშავია, რადგან მთელი მისი ძალისხმევა შვილების აღზრდისკენ იყო მიმართული.

„ვცდილობ, სითბო და ყურადღება არ მოვაკლო, რადგან მშობლის ფასი არაფერი არ არის.

დედაჩემი ბევრს წვალობდა ჩემთვის და ჩემი ძმისთვის, იყო გარე მოვაჭრე, ნამცხვრებს აცხობდა, არ ერიდებოდა იმის, რომ ქუჩაში გასულიყო გაეყიდა და ჩვენთვის ერთი პური მოეტანა სახლში, ხშირად იყო ასეთი პერიოდი..

როგორც კი გავიზარდე, მივხვდი, რომ უნდა მეშრომა, მეწვალა, რომ იგივე გამეკეთებინა მისთვის. მის თვალებში ყველაზე დიდი ტკივილი მაშინ ამოვიკითხე, როდესაც მამა გარდაეცვალა, მინდა რომ ეს ტკივილი რაღაცნაირად შევუმსუბუქო..

 

გივიკო დიდია დედასთან ურთიერთობის უცნობ ამბებზე რუბრიკაში “დედას”

??გივიკო დიდია: ”დედაჩემი ბევრს წვალობდა ჩემთვის და ჩემი ძმისთვის, იყო გარე მოვაჭრე, ნამცხვრებს აცხობდა, არ ერიდებოდა იმის, რომ ქუჩაში გასულიყო გაეყიდა და ჩვენთვის ერთი პური მოეტანა სახლში”- გივიკო დიდია დედასთან ურთიერთობის უცნობ ამბებზე სალომე კახეთელიძის რუბრიკაში – ”დედას”

Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on ორშაბათი, 13 ნოემბერი, 2023

 

დედა ჩემთვის სიმშვიდე, ბედნიერება, თბილი კერა და რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი სიყვარულია..“

„ერთხელ მითხრა, გიჯობს დააფასო და შეირგო, რაც გაგაჩნიაო და ჩამომითვალა: ჯანმრთელობა, ოჯახი, ნიჭი, მეგობრები.. ნამეტანი ბედნიერი ადამიანი ვარ, მსოფლიოში საუკეთესო „გურული ბებიეს“ შვილიშვილი ვარ“ – გივიკო დიდია მორიგ ემოციურ პოსტს აქვეყნებს

„იოლი ცხოვრება არ ჰქონია.. გაჭირვებასთან ბრძოლა, ადამიანებზე ზრუნვა.. ორი ძვირფასი ადამიანი დაკარგა და ის მაინც არ გატყდა..“ – გივიკო დიდია ბებიას ემოციურ პოსტს უძღვნის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g