ბენ აფლეკი და მისი ყოფილი ცოლი, ჯენიფერ გარნერი პაპარაცებმა კვლავ ერთად გადაიღეს. 49 წლის ბენს თავისი საყვარელი, კუბოკრული პერანგი ეცვა, ჯენიფერი კი ყოველდღიურ სტილში იყო გამოწყობილი. ისინი სანტა-მონიკას ქუჩის კუთხეში, მანქანასთან იდგნენ და გულიანად იცინოდნენ.
„იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის“, „როდემდე უნდა გაგრძელდეს ყოველივე ეს?“, „ჯეი ლო, ჩვენ შენთან ვართ“, „ექსების მეგობრობის არ გვჯერა“, „ჯეი ლო, სად ხარ?“, – წერენ კომენტარებში.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში ექს-მეუღლეები პაპარაცებმა ერთად არაერთხელ დააფიქსირეს. წყაროს ცნობით, ჯეი ლო ბენს ექს-მეუღლესთან ინტენსიურ კონტაქტს უკრძალავს.
რა ხდება ბენ? – ჯენიფერ გარნემა და ბენ აფლეკმა ერთმანეთის ტელეფონები „გაქექეს“