ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემას „ჩვენი ოჯახი“ საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ტელესახე, ნანიკო ხაზარაძე შვილთან, ლილუ ნუცუბიძესთან ერთად სტუმრობდა, სადაც მათ ურთიერთობაზე ისაუბრეს:
„ნანიკოს ხსენებით, ბევრი სიტუაციებიდან გამოვძვრალვარ.. ნანიკო ყველას იცნობს და ყველამ იცის, რომ მე მისი შვილი ვარ, მინდა თუ არ მინდა, რაღაცნაირად პრივილეგირებული ვარ, რაც არ მომწონს..
ძალიან მიხარია, რომ დედაჩემი ხარ და ძალიან მიყვარხარ..
ვჩხუბობთ ხოლმე, მაგრამ ამ ბოლო დროს ვერ ვემთხვევით, ნანიკო დილას მუშაობს, მე კიდე ღამე, როდესაც სახლში მივდივარ, სძინავს, დილას კიდევ სამსახურშია წასული. ნანიკო რომ დედაჩემია და უკვე არსებობს, ეს ყველანაირად დადებითია“. – ამბობს ლილუ ნუცუბიძე.
თავის მხრივ, ნანუკამ აღნიშნა, რომ ლილუ დიდი ხანია დამოუკიდებელი ადამიანია:
როგორი დედაა ნანიკო ხაზარაძე და მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები
?ლილუ ნუცუბიძე: ძალიან მიხარია, რომ დედაჩემი ხარ და ძალიან მიყვარხარ..❤️
როგორი დედაა ნანიკო ხაზარაძე და მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები?
#ჩვენიოჯახიPosted by ჩვენი ოჯახი on კვირა, 11 ივნისი, 2023
„ლილუ მუშაობს ერთ-ერთ კაფე-ბარში, სადაც დღის ძალიან დიდ მონაკვეთს ატარებს, საკუთარი შემოსავალი აქვს, მე დიდი ხანია მისთვის ფული აღარ მიმიცია, დამოუკიდებელი ადამიანია“