LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეხასის შტატში „ქართული ღვინის ფორუმი“ გაიმართა

119
1

ღვინის ეროვნული სააგენტოს და საქართველო-ამერიკის ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით, ტეხასის შტატში ქართული ღვინის რიგით მეექვსე ფორუმი გაიმართა.

ორდღიანი პროგრამა მოიცავდა კონფერენციას, რომელიც ქალაქ ოსტინში, ტეხასის უნივერსიტეტში და ქალაქ ჰიუსტონში, რაისის უნივერსიტეტში მეცნიერების, ეკონომისტების, მსხვილის სავაჭრო ქსელების წარმომადგენლების და ღვინის პროფესიონალების მონაწილეობით გაიმართა.

კონფერენციაზე განხილული იყო ქართული ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგები, ქართული ღვინის აშშ-ის ბაზარზე დამკვიდრების სტრატეგია და მარკეტინგული პოტენციალი, ასევე, ღვინის გლობალური ბაზრის მდგომარეობის ასპექტები და სხვა აქტუალური საკითხები.

ღონისძიების გამომსვლელებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ზალკალიანმა; კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, საქართველო-ამერიკის ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტი მამუკა წერეთელი, ტორონტოს უნივერსიტეტის მკვლევარი სტეფენ ბატიუკი, პენსილვანიის უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევარი პატრიკ მაკგოვერნი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი კარლ სტორჩმენი  და სხვები.

კონფერენციის ფარგლებში ქართული ღვინის დეგუსტაციაც გაიმართა, რომელსაც ღვინის მაგისტრი ლისა გრანიკი და მასტერ-სომელიე ჯული დალტონი უძღვებოდნენ.

ქართული ღვინის მეექვსე ფორუმი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g